შესაძლოა, ირანის მხრიდან ფინანსური ინსტიტუტები აძლიერებს ზუსტად ივანიშვილის ანტიეროვნული ხელისუფლების ფინანსურ სტაბილურობას - დეკანოიძე

09.08.26 14:06
შესაძლოა, ირანის მხრიდან ფინანსური ინსტიტუტები აძლიერებს ზუსტად ივანიშვილის ანტიეროვნული ხელისუფლების ფინანსურ სტაბილურობას - დეკანოიძე

მნიშვნელოვანია გვესმოდეს, თუ რამხელა საფრთხე შეიძლება იყოს, თუ რაიმე სახით ირანის მხრიდან ფინანსური ინსტიტუტები აძლიერებს ზუსტად ბიძინა ივანიშვილის ანტიეროვნული ხელისუფლების ფინანსურ სტაბილურობას, - ასე აფასებს ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძემ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ საქართველოში დაფუძნებული კრიპტოკომპანიის დასანქცირებას.

მისი თქმით, საქართველომ ხელისუფლებამ ასევე არ გაითვალისწინა ყულევის საკითხთან დაკავშირებით ევროკავშირის მხრიდან გაფრთხილება და ვიხილეთ, რაც მოხდა.

მაგალითად, ვიხილეთ რაც მოხდა ყულევის ნავთობტერმინალზე, როდესაც არაერთი გაფრთხილება მიიღო საქართველომ ევროკავშირისგან, მაგრამ ეს გაფრთხილებები არაფრად ჩათვალა. ასევე, ვიცით, რომ ირანის ძალიან ბევრი კომპანია, ბიზნესი არის გახსნილი საქართველოში. ფიქტიური კომპანიებია ისეთ მისამართებზე გახსნილი… მაგალითად, ერთ სოფელში, ერთ ქუჩაზე რამდენიმე კომპანიაა გახსნილი. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, თუ რამხელა საფრთხე შეიძლება იყოს, თუ რაიმე სახით ირანის მხრიდან ფინანსური ინსტიტუტები აძლიერებს ზუსტად ბიძინა ივანიშვილის ანტიეროვნული ხელისუფლების ფინანსურ სტაბილურობას“, - განაცხადა დეკანოიძემ.

აშშ-მა საქართველოში დაფუძნებული კრიპტოკომპანია დაასანქცირა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადების თანხამად, სანქციების ახალი პაკეტის ფარგლებში, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა მიზანში კრიპტოკომპანიები ამოიღო, რომლებიც ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს“ აფინანსებენ და უკანონო ფინანსებს უწყობენ ხელს.

საპასუხოდ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის მიერ სანქცირებული პირი არ წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულირებულ სუბიექტს.

კერძოდ, ეროვნული ბანკი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის (OFAC) მიერ სანქცირებულ სუბიექტს - შპს „შელბითს“ (SHPS SHELBIT) - ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერად რეგისტრაციის თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკისთვის არ მოუმართავს და შესაბამისად ის არ წარმოადგენს სებ-ის მიერ რეგულირებულ სუბიექტს.

ამასთან, სებ-ის თანახმად, სამეწარმეო რეესტრის მონაცემების თანახმად, აღნიშნულ კომპანიას გაუქმებული აქვს რეგისტრაცია.