ორად ორი ხმა ადანაშაულებს საქართველოს 2008 წლის ომში - პუტინის და ივანიშვილის - სამადაშვილი

09.08.26 14:29
ორად ორი ხმა ადანაშაულებს საქართველოს 2008 წლის ომში - პუტინის და ივანიშვილის - სამადაშვილი

ორადორი ხმა ისმის დღეს ფაქტობრივად, რომელიც ადანაშაულებს საქართველოს 2008 წლის ომში - ეს არის პუტინის და ბიძინა ივანიშვილის ხმა, - ასე ეხმაურება “ლელო ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი აგვისტოს ომზე ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებს.

მისი თქმით, “ოცნების“ ლიდერების განცხადებები დარტყმას აყენებს ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესებს.

როდესაც ვინმე, კობახიძე, ივანიშვილი თუ სხვა, ადანაშულებს 2008 წლის ხელისუფლებას ომის წარმოებაში და იმეორებს რუსულ ნარატივს, რომ ფაქტობრივად, რუსეთს მოუწია მშვიდობის იძლების ოპერაციის ჩატარება, მაშინ მაშინდელი ხელისუფლების წინააღმდეგ, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ამით, ნებისმიერი, მათ შორის საქართველოს ხელისუფლება, ლეგიტიმურობას უქმნის მომავალში რუსეთის პრეტენზიას, რომ მათ მიერ დამოუკიდებლობის აღიარება ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების იყო აუცილებელი ნაბიჯი, დარტყმას აყენებს ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესებს. ორადორი ხმა ისმის დღეს ფაქტობრივად, რომელიც ადანაშაულებს საქართველოს 2008 წლის ომში - ეს არის პუტინის და ბიძინა ივანიშვილის ხმა, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

რა თქვა კობახიძემ 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებიდან 18 წლისთავთან დაკავშირებით :

"რუსეთ-საქართველოს ომი დაიწყო 8 აგვისტოს. 8 აგვისტოს შემოვიდა რუსეთის ჯარი, როდესაც შესაბამისი განცხადება გააკეთა რუსეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა. 7 აგვისტოს რაც მოხდა, ეს იყო ის, რომ სააკაშვილის რეჟიმმა დაბომბა ცხინვალი და მერე ხელი მოაწერა რეზოლუციას, სადაც მითითებულია, რომ ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების ფაზაში კონფლიქტი გადავიდა სწორედ ამ ფაქტის შემდეგ, როდესაც სააკაშვილის სისხლიანმა რეჟიმმა დაბომბა ცხინვალი". 

მსგავსი სიახლეები