ხინკლამდე და ღვინომდე დაყვანილი ეროვნული ღირსების საქმე - როგორ შეფასდა კალაძის რუსულენოვანი ინტერვიუ
„ჩვენ გვაქვს ღვინო, ძალიან გემრიელი ქართული სამზარეულო, ამიტომ ჩამოდით, ჩვენ ყოველთვის მოხარულები ვიქნებით" - კახა კალაძის ეს მიმართვა რუსულენოვან ტელეგრამ არხებზე ვრცელდება. თბილისის მერმა რუსულენოვან სამოგზაურო ბლოგში საქართველოს ტურისტული პოტენციალი რუსულ სტილში ხინკლამდე და ხაჭაპურამდე დაიყვანა.
აგვისტოს ომის სამგლოვიარო დღეების მიუხედავად კახა კალაძეს ოკუპაციაზე არცერტი სიყტვა არ დასცდენია.
კალაძე ამ ინტერვიუს შემდეგ თავს იმართლებს, ამტკიცებს, რომ ყველაფერი ექსპრომტად მოხდა - კაფეში იყო, რა დროსაც ბლოგერმა ვიდეოს ჩაწერა სთხოვა, თუმცა, რატომ გადაწყვიტა რუსულ აუდიტორიაზე გათვლილ სარეკლამო კამპანიაში მონაწილეობა, არ ახსენა ისტორიული კონტექსტი - ქვყნის ოკუპაცია, აღარ გვიპასუხა.
კალაძე ამტკიცებს, რომ ექსპრომტად შეხვდა ბლოგერებს, კაფეში მუნიციპალიტეტის სამუშაოების შემდეგ შეიარა, არადა ვიდეოში კალაძის დაცვა არ ჩანს. კადრებში ჩანს, რომ სასტუმროს ფოიეში ჩამომჯდარ კახა კალაძეს რუსი ბლოგერები ორი კამერით იღებენ, დაცვა, რომელიც კადრში ჩანს, დიდი ალბათობით, სასტუმროს ემსახურება.
ოპოზიცია ხსნის, რა ჩანს კალაძის ამ ვიდეომიმართვაში? - ერთი, რომ აგვისტოს ომის მძიმე დღეებ გამოვლილი ქვეყნის ინტერესები უკანა პლანზე გადაწია, ქვეყნის კულტურა მხოლოდ და მხოლოდ სუფრამდე და ღვინომდე დაიყვანა, ზუსტად რუსულ სტილში, ისე როგორც პუტინის რუსეთი მოიაზრებს საქართველოს.