რუსული დრონების სკანდალი: რატომ დააკავეს დრონების მწარმოებელი ფირმის დირექტორები

10.08.26 20:40
რუსული დრონების სკანდალი: რატომ დააკავეს დრონების მწარმოებელი ფირმის დირექტორები

ირაკლი ხაზალიას და ვიაჩესლავ ბარბასოვს ხელბორკილები რამდენიმე საათის წინ, მოსკოვში დაადეს. ხაზალია დრონების მწარმოებელი კომპანიის ყოფილი, ხოლო ბარბასოვი მოქმედი ხელმძღვანელია. მათ ახლა მასშტაბურ თაღლითობაში ადანაშაულებენ. საქმის ოფიციალური დეტალები გასაიდუმლოებულია, თუმცა ექსპერტები და მედიასაშუალებები ვარაუდობენ,  რომ გამოძიებაა სახელმწიფო კონტრაქტების შეუსრულებლობასა და სახელმწიფო საბიუჯეტო სახსრების მითვისებას ეხება. ეროვნებით ქართველი ბიზნესმენი და მისი ბიზნეს პარტნიორი მოსამართლის გადაწყვეტილებით უკვე ციხეში, წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან. მათ 10 წლიანი პატიმრობა ემუქრებათ.

დრონ სოლუშენსი 2018 წელს დარეგისტრირდა. ის ნეირონულ ქსელებზე დაფუძნებულ უპილოტო საჰაერო სისტემებს, პროგრამულ უზრუნველყოფას და კომპიუტერული ხედვის სისტემებს ავითარებს და აწარმოებს. კომპანიის ვებსაიტზე მითითებულია, რომ მის დრონებს პრაქტიკულად ნებისმიერ კლიმატურ პირობებში შეუძლიათ მოქმედება, რაც მათ განსაკუთრებით ეფექტურს ხდის ნავთობისა და გაზის ინფრასტრუქტურის საჰაერო მონიტორინგისთვის, ხანძარსაწინააღმდეგო მეთვალყურეობისთვის და პერიმეტრის უსაფრთხოებისთვის. აქ წარმოებული პროდუქცია გამოიყენება როგორც სამოქალაქო ისე ძალოვანი სტრუქტურებისა და უსაფრთხოების სექტორში.

2025 წლის ივნისიდან კომპანიას ბარბასოვი მართავს, რომელიც ასევე აქციების  40.16%-იან წილს ფლობს. დამფუძნებლებს შორის ასევე არის ეროვნული ტექნოლოგიური ინიციატივის პროექტების მხარდაჭერის ფონდი. აქციების პაკეტს ფლობს ირაკლი ხაზალიაც. მაგრამ მათ შესახებ ღია წყაროებში ბევრი ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი. 

გუგა არჩვაძე დეტალებით

მსგავსი სიახლეები