TI: ალექსანდრე ელისაშვილის ქმედებაში ტერორისტული მიზანი არ იკვეთება

11.08.26 11:35
TI: ალექსანდრე ელისაშვილის ქმედებაში ტერორისტული მიზანი არ იკვეთება

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ალექსანდრე ელისაშვილის საქმის მასალები და თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი შეისწავლა. "ელექანდრე ელისაშვილის ქმედებაში ტერორისტუილ მიზანი არ იკვეთება"- წერს ორგანიზაცია. 

TI-ის დასკვნით,  სასამართლოს ჰქონდა საფუძველი დაედგინა, რომ ელისაშვილმა სასამართლოს შენობისთვის ცეცხლის წაკიდება სცადა. თუმცა, განაჩენის მთავარი პრობლემა ამ ქმედების ტერორისტულ აქტად კვალიფიკაციაა.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ სასამართლომ ვერ დაასაბუთა, კონკრეტულად რა ტერორისტული მიზანი ამოძრავებდა ელისაშვილს და რომელი მტკიცებულებები ადასტურებდა ასეთი მიზნის არსებობას.

 ჩვენი შეფასებით, ელისაშვილის ტერორისტული აქტის მცდელობაში დამნაშავედ ცნობით სასამართლომ დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით უზრუნველყოფილი სამართლიანი სასამართლოს უფლება და სხვა უფლებები. აღნიშნული გარემოებები ქმნის საფუძველს, რომ იგი ევროსაბჭოს კრიტერიუმების შესაბამისად პოლიტიკურ პატიმრად იქნეს მიჩნეული"- აცხადებენ "სერთასორისო გამჭვირვალობა საქართველოში". 

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" კვლევა ნახეთ აქ 

მსგავსი სიახლეები