ახლა ხომ გაიგეთ რა ვთქვი რუსეთზე! ხომ ამბობდით, რომ ვერ ვახსენებ - მიხეილ ყაველაშვილი

11.08.26 13:52
ახლა ხომ გაიგეთ რა ვთქვი რუსეთზე! ხომ ამბობდით, რომ ვერ ვახსენებ - მიხეილ ყაველაშვილი

ირაკლი კობახიძის განცხადება დღეს გორში, შინდისის გმირების მემორიალთან მიხეილ ყაველაშვილმა გაიმეორა - პრეზიდენტი, პრემიერის მსგავსად ამტკიცებს, რომ 7 აგვისტოს წინა ხელისუფლებამ ცხინვალის რეგიონში ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები დაიწყო. 

ყაველაშვილმა უპასუხა ჟურნლისტების კითხვასაც - "არის თუ არა რუსეთი ოკუპანტი". 

მისი თქმით, ყველასთვის ცნობილია, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ არის ოკუპირებული ჩვენი 2 ტერიტორია და მათ სამხედრო დანაშაული ჩაიდინეს.

"ახლა ხომ გაიგეთ რა ვთქვი რუსეთზე! ხომ ამბობდით, რომ ვერ ვახსენებ" - უთხრა ჟურნალისტებს მიხეილ ყაველაშვილმა. 

პეზიდენტის განცხადებითვე "ოცნებას" დღეს შეუძლია მობილიზაციის გამოცხადება და მასშტაბური სამხედრო ოპერაციებით  ტერიტორიების დაბრუნება, თუმცა მისი თქმით, ასეთ ქმედებას შედეგი მოჰყვება. 

დღევანდელ ხელისუფლებას უფრო მეტი მორალური უფლება გვაქვს, რომ დღეს ჩვენ გამოვაცხადოთ მობილიზაცია, თავდაცვის ძალების მობილიზაცია გავაკეთოთ და დავიწყოთ ტერიტორიების დაბრუნება, მობილიზაციით და მასშტაბური სამხედრო ოპერაციებით დავიწყოთ ეს ყველაფერი. ჩვენ მართლები ვართ, მორალური უფლება გვაქვს, მაგრამ ამას რა შეიძლება მოყვეს ამის გაფიქრება და გააზრება, როცა არ შეგიძლია, ან იცი და დავალებას ასრულებ, რომ ასეთ შედეგს რა შეიძლება მოჰყვეს, ამაზე აქვთ აქცენტი რომ აბა, რა მართლები ვიყავით...დღეს ეროვნული ინტერესის მატარებელი ხელისუფლება ჰყავს, რომელიც არაფრის დიდებით არ დაუშვებს არავის კარნახით აქ მოქმედებას! ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებს.

რეზოლუციაში რა წერია? რომ ფართომასშტაბიანი სამხედრო საომარი მოქმედებები დაიწყო ქართულმა მხარემ, სააკაშვილის ხელისუფლებამ. ეს განახორციელა ნაციონალურმა მოძრაობამ და ხელი მოაწერეს ამას, რომ მათ დაიწყეს ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები ცხინვალის რეგიონში სადაც, შემდეგ საპასუხო რეაქცია მოჰყვა რუსეთის მხრიდან. 

მათმა უგუნურმა ქმედებებმა გამოიწვია ის, რომ ჩვენ დამატებით დავკარგეთ 120 სოფელი. ეს უტიფარი ხალხი დღეს გამოდი და გვიშლის საუბარს - "თქვენ როგორ ბედავთ და პირდაპირ რუსოფობიით არიან დაკავებულები, და დაგვდევენ მიკროფონებით, რომ რაიმე სახით წამოგვაცდენონ, რომ თურმე ჩვენ ვაღიარებ და პარტნიორი ვართ რუსეთის. მაშინდელი ხელისუფლება დაუთბა რუსეთს და რატო დაუთბა იცით? - ვისი გავლენის ქვეშაც არიან, იმათი დავალება იყო. 

როგორ უნდათ,იცით, დააყენონ საკითხი, თითქოს, რუსეთის ინტერესებს ვიცავთ... ვინ დაიწყო ომი - რატომ სვამენ ამ კითხვას, რატომ სვამენ ასე საკითხს - ჩვენ 3 დღის წინ ახსნა-განმარტებით დეტალებში ფაქტებით, რომ ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ყველა ინსტანციაში გვქონდა დავა რუსეთთან და ყველგან გაიმარჯვა საქართველომ, ჩვენ ვამხილეთ, რომ ის არის განმხორციელებელი ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციის, რომ მან ჩაიდინა დანაშაული ჩვენ წინაშე და ეს არის მოცემულობა, სადაც საერთაშორისო სამართლის ნორმებით დადასტურებულია, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულია ჩვენი ტერიტორია, რომ მათ ჩაიდინეს სამხედრო დანაშაული,  საქართველო მართალია მათთან - ეს არის მოცემულობა... ახლა ხომ გაიგეთ რა ვთქვი რუსეთზე, ხომ ამბობდით რომ ვერ ვახსენებ?" - თქვა მიხეილ ყაველაშვილმა.

  • 8 აგვისტოს მუხათგევრდის სასაფლაოზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ომის დაწყებაში "სააკაშვილის სისხლიან რეჟიმს" ადანაშაულებენ.
  • "ქართული ოცნების" ლიდერის მტკიცებით, 8 აგვისტოს ქვეყანაში შემოვიდა რუსული ჯარი, ხოლო "7 აგვისტოს რაც მოხდა, ეს იყო ის, რომ სააკაშვილის რეჟიმმა დაბომბა ცხინვალი."
  • კობახიძის ამ განცხადებას ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტული რეჟიმი გამოეხმაურა და თქვა, რომ ომზე პასუხისმგებლობა არა მხოლოდ "სააკაშვილის რეჟიმს", არამედ "ქვეყანას უნდა დაეკისროს".