მდინარაძე არ გამორიცხავს, რომ ახალი თანამდებობა დაიკავოს

11.08.26 14:30
მდინარაძე არ გამორიცხავს, რომ ახალი თანამდებობა დაიკავოს

მამუკა მდინარაძე, რომელიც რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას დაიკავებს, არ გამორიცხავს, რომ ამ პოსტზე დიდი ხანი არ მოუწიოს მუშაობა. განცხადება ამის შესახებ "ოცნების" ლიდერმა შინდისში ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდა განაცხადა. 

 „არ გამოვრიცხავ, რომ დიდი ხანი არ იყოს ჩემი ამ პოსტზე ყოფნა, გულწრფელად რომ გითხრათ, იქიდან გამომდინარე, რომ აქაც გარკვეული საკითხების გამართვა, მენეჯმენტის დახვეწა, რელსებზე დაყენებაა ჩემი მთავარი მისია ამ შემთხვევაში და მერე თუ სხვაგან იქნება გამოწვევა უფრო მეტი, შეიძლება იქაც გადავინაცვლო, ამას არ გამოვრიცხავ“, - თქვა მდინარაძემ. 

რაც შეეხება მის წინა პოზიციებს - მამუკა მდინარაძეს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, თუ რამ განაპირობა მისი გადასვლა ერთი თანამდებობიდან მეორეზე და რა ვერ გააკეთა წინა პოზიციებზე?

"არა პირიქით, გავაკეთე და ამოვწურე" - იყო მდინარაძის პასუხი. 

„თქვენი აზრით რა ვერ გააკეთა?! არა პირიქით, გავაკეთე და ამოვწურე, ის რაც იყო მისია იმ შემთხვევაში ჩემი. მე მართლა გულწრფელად მიხარია ერთი რაღაც, როცა მეუბნებიან, ადამიანები ვართ ყველა, რომ აქ გვჭირდები, სამშობლოს ინტერესს თქვენი ინტერესი რომ დაემთხვეს და მითხრათ, აქ გვჭირდებიო, შეიძლება წამოგყვეთ და იმ სამსახურში ვიმუშაო რასაც შემომთავაზებთ“. - განაცხადა მდინარაძემ. 

  • ირაკლი კობახიძემ 29 ივლისს განაცხადა, რომ იქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს.
  • მანამდე შეიქმნა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელიც მდინარაძე იკავებდა.

მსგავსი სიახლეები