აღკვეთის გამოყენება თეორიულადაც კი შეუძლებელი იყო - ნიკა გვარამია

11.08.26 17:33
აღკვეთის გამოყენება თეორიულადაც კი შეუძლებელი იყო - ნიკა გვარამია

თეორიულად შეუძლებელი იყო რომელიმე აღკვეთის გამოყენება, რადგან ეს ის შემთხვევაა, როცა სამართლებრივი ნორმა, უბრალოდ არ არსებობს, - ასე აფასებს ნიკა გვარამიას სამტრედიის სასამართლოს მოსამართლის, ლევან მეშველიანის გადაწყვეტილებას ცოტნე მირცხულავას და გაბრიელ კობაიძის აღკვეთის გარეშე დატოვებაზე.

მისი თქმით, 11 აგვისტო წინასაარჩევნო პერიოდი არ იყო და შესაბამისად, მომხდარი საარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლად ვერ ჩაითვლებოდა. 

გვარამია კმაყოფილია იმ ფაქტით, რომ რეგიონებში მაინც არსებობენ მოსამართლეები, რომლებიც მსგავს გადაწყვეტილებას იღებენ.

პოლიტიკოსი ბრალის აბსურუდლობაზეც საუბრობს და ამბობს, რომ ისეთი ნორმების გამოყენებას ითხოვდა პროკრატურა, საერთოდ რომ არ ეხება საქმეს.

თბილისში ასეთი რაღაცები არ ხდება, როგორც ჩანს, რეგიონებში კიდევ შესაძლებელია, ამ მოსამართლეს მე არ ვიცნობ, თუმცა, თეორიულად შეუძლებელი იყო რომელიმე აღკვეთის გამოყენება, რადგან ეს ის შემთხვევაა, როცა სამართლებრივი ნორმა, უბრალოდ არ არსებობს, კოდექსში კი წერია, მაგრამ არ მუშაობს, იმიტომ რომ უკავშირდება წინასაარჩევნო პერიოდს და 11 აგვისტო ყველას მოეხსნება, რომ არ იყო წინასაარჩევნო პერიოდი, მაყურებლისთვის მარტივი აღსაქმელი რომ იყოს, ეს იგივეა, ზაფხულის ოლიმპიადაზე მოქმედი წესით, დოპინგის მოხმარებისთვის მოიხსნას ზამთრის ოლიმპიადის მონაწილე. საერთოდ რომ არ ეხება, ისეთი ნორმები გამოიყენონ, დაახლოებით ამას ითხოვდნენ. ერთადერთი შედეგი იყო, რაც შეიძლება თეორიულადაც დამდგარიყო და საბედნიეროდ, დადგა, - განაცხადა გვარამიამ.

სამტრედიის სასამართლომ ცოტნე მირცხულავას და გაბრიელ კობაიძისთვის  3000-3000 ლარიანი გირაოს შეფარდებაზე პროკურატურის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.  გადაწყვეტილება მოსამართლე ლევან მეშველიანმა მიიღო.

მომდევნო პროცესი 1 ოქტომბერს ჩაინიშნა.

მსგავსი სიახლეები