"ოცნებამ" რუსეთს მტერი არც შინდისში, გმირების საფლავზე უწოდა
ირაკლი კობახიძემ რუსეთს მტერი ვერ უწოდა. შინდისის გმირების მემორიალთან მდგარი პრემიერი მხოლოდ იმას ამბობდა, რომ მტრისთვის სახელის დარქმევა ომის დაწყების ტოლფასი იქნება.
ფრთხილი იყო განცხადებებში. ივანიშვილის გუნდის ლიდერი მძიმე კითხვებს მედიაზე თავდასხმით პასუხობდა და ჟურნალისტებს “სამარცხვინოებს“ ეძახდა.
კობახიძემდე იყო ყაველაშვილი - ის მოქალაქეების კრიტიკულმა განწყობამ ისე გააბრაზა, ანგარიშსწორება მედიასთან გადაწყვიტა.