ჩვენი ინფორმაციით, (ოკუპირებულ აფხაზეთში) მიწოდებულ საწვავს სრულად განკარგავს საოკუპაციო რეჟიმი - ფავლენიშვილი
ჩვენი ინფორმაციით, მიწოდებულ საწვავს სრულად განკარგავს საოკუპაციო რეჟიმი და საქართველოს თავისუფლების დაუძინებელი მტერი - ასე ეხმაურება ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი ფავლენიშვილი ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელმაც დაადასტურა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთ საწვავი მთავრობის ნებართვითთბილისის კონტროლირებადი ტერიტორიიდან ბიზნესმა შეიტანა.
ფავლენიშვილის თქმით, ნაციონალური მოძრაობა ამ თემაზე მუშაობას აგრძელებს და საზოგადოებას დამატებით ინფორმაციას მიაწვდიან.
აფხაზეთში საწვავის კრიტიკული დეფიციტის ფონზე ქართული მხარე საოკუპაციო რეჟიმს ნავთობპროდუქტებს აწვდის.
ამის შესახებ ჯერ კიდევ გუშინ წერდა ჩვენი პოლიტსაბჭოს წევრი ბესო შენგელია, რომელსაც ამავდროულად პირადი კონტაქტი აქვს გალში მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებთან.
დღეს ეს ინფორმაცია ირაკლი კობახიძემაც დაადასტურა.
რა თქმა უნდა, „ქართული ოცნების“ არგუმენტი, თითქოს ეს ბენზინი, მათ შორის, გალში მცხოვრები ქართველების საჭიროებებს ხმარდება, აბსოლუტურად არასანდოა.
ჩვენი ინფორმაციით, მიწოდებულ საწვავს სრულად განკარგავს საოკუპაციო რეჟიმი და საქართველოს თავისუფლების დაუძინებელი მტერი.
ჩვენი გუნდი ამ თემაზე მუშაობას აგრძელებს და საზოგადოებას დამატებით ინფორმაციას მივაწვდით.
პუტინის ქსელს კავკასიაში დიდი დრო არ უწერია!
გაისად სოხუმსა და ცხინვალში!- წერს ირაკლი ფალვენიშვილი.
ირაკლი კობახიძემ დღეს დაადასტურა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი თბილისის კონტროლირებადი ტერიტორიიდან შევიდა.
მსგავსი სიახლეები
უნდა გაირკვეს, ვინ მოაწერა ხელი ამ ღალატს - ნიკა გვარამია ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინის შეტანაზე
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა, რომ მათი ნებართვით ხორციელდება საქართველოს სუვერენული ინტერესების საწინააღმდეგო ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს რუსული საომარი მანქანისთვის დახმარების გაწევას