გვიზღუდავენ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას - აქცია მარეგულირებელ კომისიასთან

26.11.21 18:19
გვიზღუდავენ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას - აქცია მარეგულირებელ კომისიასთან

კომუნიკაციების მარეგუკლირებელ კომისიასთან ამ წუთებში სამოქალაქო აქტივისტები არიან შეკრებილები და საპროტესტო აქციას მართავენ.

აქციაში მონაწილეობას იღებს სამოქალაქო მოძრაობა ,,სირცხვილია" , ,,შეცვალე", პოლიტიკური პარტიების ,,დროა",  ,,ლელო", ,,გირჩი მეტი თავისუფლება" და ,,ენმ"-ს ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები. წარმომადგენლები. ისინი თანამდებობიდასნ კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის, კახა ბექაურის, გადადგომას ითხოვენ. 

ეს აქცია ,,სირცხვილიას" ორგანიზებითაა, თუმცა ჩვენთან ერთად არიან პოლიტიკური პარტიებიც. ყველა ერთიანი ვართ პროტესტში, რაც გამოიწვია მარეგულირებელი კომისიის მორიგმა უკანონო, უსამართლო გადაწყვეტილებამ. ტელეკომპანია ,,მთავარის" დაჯარიმებით მათ შექმნეს პრეცენდენტი და შეგვზღუდეს სამოქალაქო აქტივისტები, მესამე სექტორი, შეზღუდეს ჩვენი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება.  ეს კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია, რომ ქვეყანაში ავტოკრატია კიდევ უფრო გაძლიერდეს - აცხადებს ,,სირცხვილიას" აქტივისტი, ნოდარ რუხაძე. 

კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია ,,მთავარი" 112 ათასი ლარით დააჯარიმა.

მსგავსი სიახლეები