სააკაშვილი: ტყუილია, რომ ბენზინი აფხაზეთში გადის, სინამდვილეში გადადის რუსეთის სამხრეთ რეგიონებში, რომელთაც უკრაინული დარტყმების შედეგად დეფიციტი აქვთ

12.08.26 19:40
სააკაშვილი: ტყუილია, რომ ბენზინი აფხაზეთში გადის, სინამდვილეში გადადის რუსეთის სამხრეთ რეგიონებში, რომელთაც უკრაინული დარტყმების შედეგად დეფიციტი აქვთ

მიხეილ სააკაშვილი სიცრუეს უწოდებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც საწვავი აფხაზეთში გადის - საქართველოს მესამე პრეზიდენტის თქმით, ბენზისი სინამდვილეში გადადის რუსეთის სამხრეთ რეგიონებში, რომელთაც უკრაინული დარტყმების შედეგად დეფიციტი აქვთ. 

  • ირაკლი კობახიძემ დღეს დაადასტურა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი თბილისის კონტროლირებადი ტერიტორიიდან შევიდა. 

სააკასვილის განმარტებით, სწორედ ამიტომ გახდა საქართველოში ბენზინი 4 ლარი, რაც მისი შეფასებით, რუსეთის „ეკონომიკური ვასლობის“ შედეგია.

ტყუილია, რომ საქართველოში შემოსული ბენზინი აფხაზეთში გადის! იქ მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილი რჩება, სინამდვილეში გადადის რუსეთის სამხრეთ რეგიონებში, რომელთაც უკრაინული დარტყმების შედეგად, დეფიციტი აქვთ და ბენზინიც ძალიან ძვირია. სწორედ ამიტომ გახდა საქართველოში ბენზინი 4 ლარი. აი ასე იცის რუსეთის ეკონომიკურ ვასალად ქცევამ.

ეს "რუსოფობიასთან" მებრძოლი უთავმოყვარეო მთავრობა ჩვენ რომ გვადანაშაულებს რუსეთს მიჰყიდეს ყველაფერიო, სულ გაიბლანდნენ თავის მესიჯბოქსში - რუსეთს მივყიდეთ ყველაფერი და ტურისტებს ვეფერებოდით თუ რუსეთს ვაღიზიანებდით? ორივე როგორ იყო ერთდროულად შესაძლებელი?

დაიწყევლოს მართლა ის დღე, ივანიშვილს ცოლი რომ მოუყვა ორუელზე, რომლის იდეები ასე ჩაუჯდა თავში დიქტატორს, რომ ომი და მშვიდობა, მტერი და მოყვარე ერთი და იგივეა, მიშა რუსებს უწვებოდა და თან აღიზიანებდა. ხოლო ქოცები, როგორც ცხოველთა ფერმის ერთგული მაცხოვრებლები, ისტერიულად იმეორებენ ამ ორუელურ-ივანიშვილურ კოგნიტიურ დისონანსს”, - წერს სააკაშვილი.

ირაკლი კობახიძემ დღეს დაადასტურა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი თბილისის კონტროლირებადი ტერიტორიიდან შევიდა. 

მსგავსი სიახლეები