"ღარიბაშვილი ამ წერილით უფრო ბიძინა ივანიშვილს მიმართავს" - გია ხუხაშვილი

17.08.26 18:41
"ღარიბაშვილი ამ წერილით უფრო ბიძინა ივანიშვილს მიმართავს" - გია ხუხაშვილი

"ღარიბაშვილი ამ წერილით უფრო ბიძინა ივანიშვილს მიმართავს" - ამის შესახებ ანალიტიკოსმა, გია ხუხაშვილმა განაცხადა და ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა. 

მისი თქმით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინასთან დაკავშირებას ცდილობდა, თუმცა "ქართული ოცნების" დამფუძნებელი ირაკლი ღარიბაშვილისგან "იზოლირებული ჰყავთ", შესაბამისად დაკავებულმა ექს-მაღალჩინოსანმა საჯაროდ სცადა ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირება. 

ამასთან, ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ ერთდღიანი პაუზა ირაკლი ღარიბაშვილმა იმიტომ აიღო, რომ "იქნებ ბიძინა რამენაირად გამოვიდეს და მაშველი რგოლი გადაუგდოს, რის შემდეგაც ბიძინა ისევ გახდება მისი მეუღლის Facebook გვერდის მთავარი გმირი". 

ჩემი აზრით, ღარიბაშვილი ამ წერილით უფრო ბიძინა ივანიშვილს მიმართავს, ეს წერილი ჩვენზე არ არის გათვლილი, მით უმეტეს ის ერთდღიან პაუზას იჭერს. როგორც ჩანს, ის ცდილობდა ამ პერიოდის განმავლობაში ბიძინაზე გასვლას, ბიძინა იზოლირებული ჰყავთ მისგან, ანუ ვერ უკავშირდება ბიძინას ვერანაირად, პარალელურად წნეხი მასზე გაზარდეს, არ გამოვრიცხავ, რომ კრიმინალები მიუშვეს და პატარა "შეანჯღრიეს" და ახლა ამ წერილით მიმართა ბიძინას, რომ ბიძინას საჯაროდ მაინც გააგონოს თავისი ხმა და ეს 24-საათიანი პაუზა ზუსტად იმისთვის არის აღებული, რომ იქნებ ბიძინა რამენაირად გამოვიდეს და მაშველი რგოლი გადაუგდოს, რის შემდეგაც ბიძინა ისევ გახდება მისი მეუღლის Facebook გვერდის მთავარი გმირი. ეს 2 საათი ამაში დასჭირდა, თორემ თუ რამის თქმა უნდოდა, ბარემ ეთქვა," - განაცხადა გია ხუხაშვილმა. 

ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილმა, ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა და ბიძინა ივანიშვილს ღიად დაუპირისპირდა. 

ასევე ნახეთ: