ღარიბაშვილის წერილი: ჩემს ოჯახზე პასუხისმგებლობა ივანიშვილს ეკისრება
ირაკლი ღარიბაშვილის Facebook -ის პირად გვერდზე პატიმრობაში მყოფი ექს-პრემიერის წერილი ვრცელდება.
ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის სახელით მიიღო ახალი წერილი, სადაც მას კორუფციის ახალი საქმის თავის თავზე აღებას სთხოვენ.
ღარიბაშვილი მეტი დეტალის გავრცელებას ხვალ გეგმავს:
ეს წერილი გამომიგზავნეს ბიძინა ივანიშვილის დავალებით. მე ყველაფერი ვცადე და გავაკეთე, რომ ეს ნაბიჯი არ გადამედგა, სამწუხაროდ, სხვა გზა არ დამიტოვეს, რომ წინ არ აღვუდგე ამ ღირსების შემლახავ ბოროტებას! ამ დაუნდობელ სისასტიკეს, ჩაგვრას/უსამართლობას, ჩემი და ჩემი ოჯახის განადგურების ბინძურ გეგმას! ხვალ გავავრცელებ ვრცელ წერილს და საზოგადოებას ვეტყვი ჩემს სიმართლეს! დღეიდან, ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხუსმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას!,- წერს ღარიბაშვილი და წერილს აქვეყნებს.