"ორ ინფორმაციას მოგცემთ" - ადვოკატი ირაკლი ღარიბაშვილის წერილის ავთენტურობას ადასტურებს

17.08.26 20:13
"ორ ინფორმაციას მოგცემთ" - ადვოკატი ირაკლი ღარიბაშვილის წერილის ავთენტურობას ადასტურებს

ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი, მიხეილ შაყულაშვილი სოციალურ ქსელში ყოფილი პრემიერ-მინისტრის მიერ გავრცელებული წერილის ავთენტურობას ადასტურებს. 

მისი თქმით, ყოფილი პრემიერ-მინისტრისთვის ციხეში წერილი მას არ შეუტანია და დეტალები ხვალ გახდება ცნობილი. 

მე არ მიმიტანია [წერილი], მაგრამ ორ ინფორმაციას მოგცემთ - ერთი ის, რომ ვადასტურებ, რომ ბატონი ირაკლის წერილია ეგ, რაც Facebook-ზე გამოქვეყნდა და მეორე ის, რომ უფრო დეტალურად ხვალ გაავრცელებს ინფორმაციას," - განაცხადა "პირველებთან" მიხეილ შაყულაშვილმა. 

ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილმა, ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა და ბიძინა ივანიშვილს ღიად დაუპირისპირდა. 

ასევე ნახეთ:

მსგავსი სიახლეები