აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წევრებს შეუერთდა

18.08.26 14:45
აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წევრებს შეუერთდა

შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ემი დიაზი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წევრებს შეუერთდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

საელჩოს ცნობით, ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წევრებს იმ საქმიანობის გასაცნობად შეუერთდა, რომელსაც დამკვირვებლები საქართველოში მშვიდობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობისთვის ეწევიან. 

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ემი დიაზი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წევრებს შეუერთდა, რათა პირადად გასცნობოდა იმ მნიშვნელოვან საქმიანობას, რომელსაც დამკვირვებლები საქართველოში მშვიდობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობისთვის ეწევიან, და ენახა, როგორ ინარჩუნებენ ისინი კავშირს კონფლიქტით დაზარალებულ თემებთან," - წერს აშშ-ის საელჩო. 

მსგავსი სიახლეები