ირაკლი ღარიბაშვილი თვითდაზიანების რეჟიმშია გადასული - არჩილ გორდულაძე
ირაკლი ღარიბაშვილი თვითდაზიანების რეჟიმშია გადასული - ასე პასუხობენ ყოფილი პრემიერის ახალ განცხადებას "ქართულ ოცნებაში".
არჩილ გორდულაძე ექს-პრემიერის ბოლო გზავნილს არალოგიკურს, ურთიერთგამომრიცხავს და გაუგებარს უწოდებენ.
"ხან საუბრობს ჩვენი პარტიის დამფუძნებელზე, შემდეგ ისაუბრა მამუკა მდინარაძეზე, ვერ გაერკვა, ვინ რა წერილი გამოუგზავნა" - ამობს გორდულაძე.
მისივე თქმით, "ღარიბაშვილი დაზიანებული რეპუტაციის კიდევ უფრო დაზიანებაზეა გადასული".
გადასულია თვითდაზიანების ეჟიმში. ამას რატომ აკეთებს არვიცი. ეს მას უნდა ჰკითხოთ. საზოგადოებამ კი იცის, რომ ამ წლის დასაწყისში, მან თვითონვე აღიარა კორუფციული დანაშაული, რომ მას ჰქონდა უკანონოდ მიღებული თანხები, რომელიც მას არ დაუდეკლარირებია, საიდანაც მან მიიღო პირადი სარგებელი. ამ აღიარებული დანაშაულიდან გამომდინარე, ის შესაბამის პასუხისმგებლობასაც იხდის, ამიტომაც, რთულია, თუ რატომ დასჭირდა მას ორი ერთმანეთისგან ურთიერთგამომრიცხავი წერილის გავრცელება, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ერთმანეთს. ხან საუბრობს ჩვენი პარტიის დამფუძნებელზე, შემდეგ ისაუბრა მამუკა მდინარაძეზე, ვერ გაერკვა, ვინ რა წერილი გამოუგზავნა, საერთოდ ეს წერილი რა არის და ხომ არ გავს ეს წერილი მაგალითად ხაზარაძისეულ წერილს, რომელსაც ჰქონდა თავისი პრე-ისტორია და როგორც გაგრძელდა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის.
არვიცი, როდესაც ადამიანი საუბრობს, რომ მან აღიარა დანაშაული, თითქოს მას ეს ყველაფერი არ ჩაუდენია და ეს ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ არ დაეზიანებინა გუნდი და შემდეგ ამ გუნდის წინააღმდეგ აკეთებს განცხადებებს, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ იგი აცდენილია ლოგიკას და დაზიანებული რეპუტაციის კიდევ უფრო დაზიანებაზეა გადასული. კოურფციაში მხილებული ადამიანი, როგორ შეიძლება პოლიტიკაში დაბრუნდეს, ეს ჩემთვის წარმოუდგენელია", - აცხადებს არჩილ გორდულაძე.
პატიმარი ექს-პრემიერი ამბობს, რომ მას ციხეში წერილი მამუკა მდინარაძემ გაუგზავნა.
მისი თქმით, მან კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ არ აპირებდა პოლიტიკაში დაბრუნებას, თუმცა, პასუხად მიიღო, რომ მაინც რჩებოდა 1%-იანი რისკი იმისა, რომ პოლიტიკაში დაბრუნდებოდა და ამისთვის აუცილებელი იყო მისთვის კორუფციული ბრალის წარდგენა. ღარიბაშვილის თქმით, სწორედ ეს იყო წითელი ხაზი, რამაც გადაადგმევინა ნაბიჯი, ბრძოლის დასაწყებად.
"აბსურდი" - ასე პასუხობენ პატიმარი ექს-პრემიერის ბრალდებებს მამუკა მდინარაძის პრესსამსახურში .