"სერიოზულ ან შეცდომას, ან გამიზნულ შეცდომას უშვებს" - გია ვოლსკი Forbes-ის სტატიაზე
"სერიოზულ ან შეცდომას, ან გამიზნულ შეცდომას უშვებს" - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" წევრი, გია ვოლსკი Forbes-ის სტატიას - "საქართველოს არყოფნა 2026 წლის ნატოს სამიტზე იზოლაციის შესახებ დებატებს აღვივებს".
გია ვოლსკის მტკიცებით NATO-ს სამიტზე არაწევრი ქვეყნებიდან მხოლოდ უკრაინა იყო მიწვეული.
"ღია კარში დიდხანს არ უნდა დააყენო ქვეყანა, ვინაიდან ამან შეიძლება გაციება გამოიწვიოს" - ამბობს ბიძინა ივანიშვილის გუნდის წევრი.
ეს სტატია ამ მხრივ რაღაც საკმაოდ სერიოზულ ან შეცდომას, ან გამიზნულ შეცდომას უშვებს, სამიტზე საქართველო, არა წევრი ქვეყანა, უკრაინის გარდა არავინ არ ყოფილა მოწვეული, მაგრამ პარალელურ ღონისძიებაზე, როგორც ეს იყო ხოლმე ადრე, ყოველთვის იყო საქართველოც და ნებისმიერი სხვაც. იყო ადრე ასეთი გამონათქვამები, რომ ღია კარში დიდხანს არ უნდა დააყენო ქვეყანა, ვინაიდან ამან შეიძლება გაციება გამოიწვიოს, ეგ ერთი. საქართველოს არასდროს უღალატია პრინციპებისთვის, არც დემოკრატიისთვის, რეალობა რაც არის, განსხვავებით იმ განცხადებებისგან, რომელსაც აკეთებს გინდა NATO-ს გენერალური მდივანი, გინდა ნებისმიერი სხვა," - განაცხადა გია ვოლსკიმ.
ცნობისთვის, Forbes-ის სტატიაში აღნიშნულია, რომ NATO-ს სამიტს შესამჩნევად არ დაესწრო საქართველო.
დრო გვიჩვენებს, შეცვლის თუ არა „ქართული ოცნება“ მიდგომას ინტეგრაციის მცდელობებისა და NATO-სთან ურთიერთობის მიმართ, თუ საქართველოს მმართველი პარტია ალიანსისგან კიდევ უფრო დისტანცირებას აირჩევს," - წერია სტატიაში.