სექტემბერი-ოქტომბერი იქნება გადამწყვეტი - სალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი ხალხს გადამწყვეტ შემოდგომას უანონსებს - ფბ-ლაივში, სადაც მეხუთე პრეზიდენტი სოციალური ქსელით მოქალაქეების კითხვებს პასუხოდა, ის მოქალაქეებს სრული მობილიზებისკენ მოუწოდებს.
დრო იწურება, ჩვენი მზადყოფნის დრო მოდის, სექტემბერი და ოქტომბერი იქნება გადამწყვეტი - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.
პროტესტმა აჩვენა ყველანაირად, არა ის, რომ დაღლილობის ნიშნებია, არამედ ის, რომ გამძლეობის უდიდესი ნიშნებია. და ისიც აჩვენა, რომ მთავრობამ, რეპრესიამ, კანონებმა, ჯარიმებმა - ამ ყველაფერმა ვერაფერი ვერ მოუხერხა, რომ გამქრალიყო ეს პროტესტი. ის, რომ ეს პროტესტი ზოგჯერ იყოს ძალიან მასშტაბური და ზოგჯერ უფრო მოკრძალებული, ეს გასაგებია, ეს არის ადამიანური მოვლენა. მაგრამ, ეს პროტესტი რომ გრძელდება და არაფერი მას არ გააჩერებს, ეს არის დღეს ჩვენი რეალური საყრდენი და ეს თვითონ ხელისუფლებამაც იცის. უნდა ერთად მივუდგეთ ამ საკითხს და ეს გაერთიანება საზოგადოების, პირველ რიგში, რომელიც აიძულებს პოლიტიკურ სპექტრს, რომ ისიც გაერთიანდეს, რადგან სხვა გამოსავალი დღეს არ არის.
მე ვიცი ერთი რამ, რომ დრო იწურება, რომ ჩვენი მზადყოფნის დრო მოდის, რომ ეს სექტემბერი-ოქტომბერი იქნება გადამწყვეტი ძალიან ბევრი კუთხით, რომ არ უნდა ავიტანოთ ყველაფერი, უნდა მივხდეთ რომ მორჩა. მეტი შემგუებლობა და მეტი დათმობები არ შეიძლება და ეს არის საზოგადოებსი გამოწვევა რეალურად", - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.