სააკაშვილი "ახალის" წინააღმდეგ - რას პასუხობენ მესამე პრეზიდენტს გვარამია-მელიას პარტიაში

20.08.26 11:50
სააკაშვილი "ახალის" წინააღმდეგ - რას პასუხობენ მესამე პრეზიდენტს გვარამია-მელიას პარტიაში

მიხეილ სააკაშვილი პარტია "ახალის" წინააღმდეგ - საქართველოს მესამე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ციხიდან წერილს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ "ახალი" "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გასაყოფად შექმნილი გილაურის ბიზნეს პროექტი იყო. 

მიხეილ სააკაშვილის მტკიცებით, ნიკა მელიამ და ნიკა გვარამიამ პარტია გაიყვეს და "ახალი" აღარ არსებობს. 

უკაცრავად, მაგრამ მინდა მივმართო ყველას ვინც აღეგზნო და მლანძღავს ჩემს მიერ მოყვანილ ფაქტების გამო. მოდი მივყვეთ ფაქტებს და საღ აზრს და მინდა ყველას ვთხოვო ჩაერთოს დისკუსიაში.

- ნიკა გილაური არის GeoCapital-ის სტამბოლის ოფისის ხელმძღვანელი (თუმცა ვინმესთვის მისაცემი საკუთარი ათეულობით მილიონი ნამდვილად არ აქვს). ამ კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი არის ირაკლი გილაური და GeoCapital არის "საქართველოს ბანკის" მფლობელი.

შემჩნეულია, მათ შორის ამერიკელების მიერ, , რუსეთთან ინტენსიურ ურთიერთობებში, აშშ-ს კონგრესი საუბრობს ამ კომპანიის ივანიშვილთან მჭიდრო კავშირებზე, ეს არის ჩვეულებრივი ფაქტი.

- მეორე ფაქტი არის ის რაც საჯაროდ თქვეს ნიკა გვარამიამ და ელენე ხოშტარიამ, რომ მათ გილაურისგან აიღეს ათობით მილიონი. თუ ესეც მე მოვიგონე?

- ახლა ვკითხოთ ჩვენს თავს, გილაურები, რომელთა კეთილდღეობა მთლიანად ივანიშვილზეა დამოკიდებული. ფულს რომ ივანიშვილის ნებართვის გარეშე ვერ მოგცემდათ, ამაში ვინმეს ეჭვი ეპარება, კარგი ვთქვათ დავუშვათ ერთი წუთით რომ ივანიშვილს არ ჰკითხეს. რა მოუვიდოდა ამ შემთხვევაში გილაურებს. შეინარჩუნებდნენ თუ არა ბიზნესს თუ ახლა სრულიად უფულოდ დარჩენილი ღარიბაშვილის გვერდით აღმოჩნდებოდნენ?

პარლამენტში რომ არ შეხვედით ეს იყო სწორი გადაწყვეტილება და ყოჩაღ, მაგრამ ისიც ფაქტია რომ გილაური ითხოვდა შედეგების აღიარებას თუ ამასაც უარყოფთ?

პარტია "ახალი" თავიდანვე იყო ენმ-ის გასაყოფად შექმნილი გილაურის ბიზნეს პროექტი, რომელიც დაიშალა, როგორც ვიწინასწარმეტყველე, მალევე როცა ფული შეწყდა.

თუ იმასაც უარყოფთ ახლა რომ მელიამ და გვარამიამ პარტია გაიყვეს და "პარტია ახალი N4" აღარ არსებობს?

რაზეც ყველა მოკრძალებულად დუმხართ და ამჯობინებთ ჩემზე გადაიტანოთ ყურადღება. ერთიანობა ძალიან მნიშვნელოვანია და გამოვა სიმართლის აღიარების პირობებში," - დაწერა მიხეილ სააკაშვილმა. 

საქართველოს მესამე პრეზიდენტის აზრს იზიარებს მისი თანაგუნდელი, ანი წითლიძეც. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით მიხეილ სააკაშვილს არასწორი არაფერი უთქვამს. 

ანი წითლიძე აღნიშნავს, რომ თუ რამე ასხამს "ქართული ოცნების" წისქვილზე წყალს, ეს ოპოზიციურ ველზე გაურკვევლობა და ხელოვნური, არაფრის მაქნისი ერთობაა. 

რა თქვა მიხეილ სააკაშვილმა ამ განცხადებაში არასწორი და ისეთი, რაზეც არ ულაპარაკიათ თვითონ ახლების ლიდერებს. გილაურის ძმა, ირაკლი გილაურის სანქციების სიიდან ამოღებაზე არ მუშაობდა ნიკა გვარამია თავის დროზე და თვითონვე არ ამბობდა და არ წერდა ამას, რომ ირაკლი გილაური სანქციების სიიდან ამოაღებინა, ამერიკელებს და ევროპელებს? - ანუ რეალურად მე მესმის ძალიან კარგად, რომ გვარამიასთვის ისტერიკის საფუძველი არის, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ახსენებს სიმართლეს და სიმართლე არის ერთი, ის, რომ გილაური, რომელიც არის ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ადამიანი, გიალურის ხელით "ახლებს" აფინანსებდა ბიძინა ივანიშვილი და აფინანსებდა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ დაეშალათ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და 14 წლის განმავლობაში ბიძინას ასეთი პროექტი სხვადასხვანაირი, სხვადასხვა ადამიანების ხელით, როგორიც გილაურის ხელით იყო, არაერთხელ გვინახავს ჩვენ. 

თუ რამე ასხამს "ქართული ოცნების" წისქვილზე წყალს, ეს არის გაურკვევლობა ოპოზიციურ ველზე და ხელოვნური, არაფრის მაქნისი ერთობა," - განაცხადა ანი წითლიძემ. 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" განცხადებებს პარტია "ახალის" წევრი, თენგო თევზაძე ეხმაურება და ამბობს, რომ "არ აპირებენ იმ ტალახში ყოფნას, რა ტალახშიც ჩათრევა უნდათ მთლიანი ოპოზიციის".

ეს არის სამწუხარო რეალობა, მაგრამ ამ სამწუხარო რეალობას ყოველთვის გაეცემა პასუხი, როდესაც იქნება ცრუ ბრალდება გარიგებასთან დაკავშირებით ვინმესთან, ეს არის წითელი ხაზი, რომლის გადაკვეთასაც არც არავის არ ვურჩევთ და ვერც ვერავის ვერ მივცემთ საფუძველს და უპასუხოდ ვერ დავტოვებთ, მაგრამ არ ვაპირებთ იმ ტალახში ყოფნას, რა ტალახშიც ჩათრევა უნდათ მთლიანი ოპოზიციის. გამორიცხულია, ეს არ მოხდება იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილი გვყავს დასამარცხებელი. 

რატომღაც მიხეილ სააკაშვილმა აირჩია ეს გზა, რომ ის გახდეს მეორე პარტია "ქართული ოცნების" შემდეგ. ჩვენი გზა არის ის, რომ გავიმარჯვოთ "ოცნებაზე" და ვიყოთ გამარჯვებული ძალა. ვიბრძვით იმისთვის, რომ გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები, მათ შორის მიხეილ სააკაშილი," - განაცხადა თენგო თევზაძე. 

მსგავსი სიახლეები