მიქანაძე ამბობს, რომ ღარიბაშვილი "სპეკულაციური წერილებით ახალი ბრალდებების გადაფარვას ცდილობდა"

24.08.26 13:33
მიქანაძე ამბობს, რომ ღარიბაშვილი "სპეკულაციური წერილებით ახალი ბრალდებების გადაფარვას ცდილობდა"

განათლების მინისტრი, გივი მიქანაძე ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი სავარაუდოდ ინფორმირებული იყო, რომ მის წინააღმდეგ ახალი ბრალი მზადდებდოა და ციხიდან გამოგზავნილი წერილებით, სწორედ ამ ბრალის და ბრალდებების გადაფარვას ცდილობდა. 

რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილის ახალი ბრალის შეფასებას, შეფასებისგან თავს შევიკავებ, თუმცა ბოლო დღეებში გარკვეული სპეკულაციური წერილები, რომელიც გავრცელდა და არაფრის მომცემი არ იყო, აშკარად იკვეთება, რომ მას ჰქონდა სწორედ ასეთი მოცემულობების გადაფარვის მცდელობა და სპეკულირება.

მე მაქვს განცდა, რომ სწორედ ამ წერილებით ის ცდილობდა ახალი ბრალდებები გარკვეულწილად გადაეფარა და სპეკულირება მოეხდინა. ეს არის რაც ჩანს, თუმცა გამოძიებას უნდა დაველოდოთ. ეს არის მთლიანად სამართალდამცავი ორგანოების კომპეტენცია“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

ირაკლი ღარიბაშვილს ახალი კორუფციული ბრალი წარუდგინეს - საქმე ჯარის ძარცვის საქმეზე დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ეხება. ამის შესახებ გენერალური პროკურორის მოადგილემ ამირან გულუაშვილმა უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

ირკვევა, რომ გამოძიებასთან თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა ნათესავმა, მსჯავრდებულმა ვასილ მხეიძემ ითანამშრომლეს.

პროკურატურის ინფომრაციით, ჯარის ძარცვიდან მიღებულ ქრთამს ჯუანშერ ბურჭულაძე ყოფილ პრემიერთან იყოფდა. საუბარია 1 500 000 ლარზე, რომლის ნახევარი ქრთამის სახით თავად დაიტოვა ბურჭულაძემ, ნახევარი კი ირაკლი ღარიბაშვილს რამდენიმე ეტაპად ასევე ქრთამის სახით ხელზე გადასცა.

  • გამოძიებით დადგინდა, რომ შესყიდვებში მონაწილე ბიზნესმენმა რამდენიმე ეტაპად ვასილ მხეიძეს ნაღდი ფულის სახით გადასცა მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულებების დაახლოებით 10% - 1 900 000 ლარი, საიდანაც ამ უკანასკნელმა პირადი სარგებლის სახით დაიტოვა 400 000 ლარი, ხოლო დარჩენილი თანხა სრულად გადასცა ჯუანშერ ბურჭულაძეს. ამ უკანასკნელმა ქრთამის სახით მიღებული 1 500 000 ლარიდან, 750 000 ლარი დაიტოვა თავად, ხოლო თანხის მეორე ნახევარი - 750 000 ლარი რამდენიმე ეტაპად ასევე ქრთამის სახით ხელზე გადასცა ირაკლი ღარიბაშვილს.

ახალი კორიფციული ბრალი, რომელიც ღარიბაშვილს წარედგინა 11-15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

 

მსგავსი სიახლეები