კობახიძემ უკრაინას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა - 15 წამიან მიმართვაში რუსეთი და გამარჯვება არ უხსენებია

24.08.26 16:52
კობახიძემ უკრაინას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა - 15 წამიან მიმართვაში რუსეთი და გამარჯვება არ უხსენებია

ირაკლი კობახიძემ უკრაინელებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. 15 წამიან ვიდეომიმართვაში პრემიერმა ომში მყოფ ქვეყანას მშვიდობა უსურვა, თუმცა არ რუსეთი უხსენებია და არც გამარჯვებაზე უთქვამს რაიმე. 

დამოუკიდებლობის დღეს გილოცავ, უკრაინა! ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის არსებული მტკიცე კავშირები ისტორიულ მეგობრობასა და საერთო ღორებულებებს ეფუძნება. გისურვებთ მშვიდობას, სიმტკიცეს და კეთილდღეობას!, - თქვა ირაკლი კობახიძემ ვიდეომიმართვაში.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პირველებს განუმარტეს, რომ ვიდეომიმართვის ქრონომეტრაჟი საქართველოში, უკრაინის საელჩოს თხოვნის შესაბამისია.

ცნობისთვის, დღეს უკრაინა დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავს აღნიშნავს.

მსგავსი სიახლეები