ყაველაშვილმა უკრაინას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა - მიმართვაში რუსული აგრესია არ უხსენებია

24.08.26 16:58
ყაველაშვილმა უკრაინას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა - მიმართვაში რუსული აგრესია არ უხსენებია

მიხეილ ყაველაშვილმა უკრაინას დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავი მიულოცა და უკრაინელ ხალხს მშვიდობა, სიმტკიცე და ღირსეული მომავალი უსურვა. მილოცვაში მან თავისუფლებისა და სუვერენიტეტის მნიშვნელობაზე ისაუბრა, თუმცა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომი და უკრაინის ბრძოლა რუსული აგრესიის წინააღმდეგ არ უხსენებია.

ვულოცავ უკრაინასა და უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავს! დამოუკიდებლობა ერის თავისუფალი არჩევანის, სახელმწიფოებრივი ღირსებისა და საკუთარი მომავლის განსაზღვრის უზენაესი გამოხატულებაა. საქართველომ, რომლის ისტორიაც თავისუფლებისთვის უწყვეტ ბრძოლას წარმოადგენს, კარგად იცის სუვერენიტეტის ჭეშმარიტი ფასი. ამ განსაკუთრებულ დღეს, უკრაინელ ხალხს ვუსურვებ მშვიდობას, სიმტკიცესა და ღირსეულ მომავალს, - განაცხადა ყაველაშვილმა. 

ცნობისთვის, დღეს უკრაინა დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავს აღნიშნავს. 

მსგავსი სიახლეები