თუ ღარიბაშვილს თავის გადარჩენა უნდა, უნდა ილაპარაკოს - ანა წითლიძე

26.08.26 11:36
თუ ღარიბაშვილს თავის გადარჩენა უნდა, უნდა ილაპარაკოს - ანა წითლიძე

ენმ-ს წევრი, ანა წითლიძე ირაკლი ღარიბაშვილს ალაპარაკებისკენ მოუწოდებს - ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, თუ ექს-პრემიერის თავის გადარჩენა სურს, სწორედ ასე უნდა მოიქცეს.

წითლიძის თქმით, დღეს დაპატიმრებულ ექ-ს-მაღალჩინოსანს მის მიერ შექმნილი სისტემა ასამართლებს, რადგან სწორედ მისი მონაწილეობით მოხდა "პოლიტიკური პროცესების მართვა სასამართლოში". 

ღარიბაშვილი, რომელიც თავად იყო ერთ-ერთი შემოქმედი ამ სისტემის, ზუსტად იცის, როგორ შეუშლია ოლიგარქიულ სისტემას პოლიტიკური პროცესები მართოს სასამართლოში და არა მხოლოდ სასამართლოში. და სწორედ ის სსისტემა, რომელიც ღარიბაშვილმა შექმნა, ბიძინა ივანიშვილთან, ირაკლი კობახიძესთან, ლილუაშვილთან, მამუკა მდინარაძესტან ერთად, ახლა სწორედ ეს სისტემა გადათელავს ღარიბაშვილს ისე, რომ მას შესაძლებლობაც არ ექნება უბრალოდ სამართლიანი სასამართლოსი, იმიტომ, რომ ეს სამართლიანი სასამართლო და სახელმწიფო ინსტიტუტები ოლიგარქიულმა სისტემამ რომ მიიტაცა, ღარიბაშვილი ამის ერთ-ერთი შემოქმედი იყო. ღარიბაშვილს თუ თავის გადარჩენა უნდა, ერთადერთი რამ აქვს დარჩენილი,  უნდა ილაპარაკოს სიმართლე", - ამბობს ანი წითლიძე. 

გუშინ ირაკლი ღარიბაშვილი საკუთარ სასამართლო პროცესს არ დაესწრო. მოგვიანებით კი განცხადება გაავრცელა, სადაც დაწერა, რომ "სპექტაკლში მონაწილეობას არ აპირებს".  ექს-პრემიერმა თქვა, რომ მის წინააღმდეგ მიმდინარე საქმე პოლიტიკური პროცესია.

ღარიბაშვილმა წერილში ასევე დაწერა, რომ მის წინააღმდეგ ჩვენებები ფსიქოლოგიური და მორალური ზეწოლის შედეგად მიაცემინეს. ყოფილი პრემიერის განცხადებაში კონკრეტული პირები დასახელებული არ არიან, თუმცა, სავარაუდოდ, ის თავდაცვის ყოფილ მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესა და მისი ცოლის ძმას გულისხმობს, რადგან გამოძიების ინფორმაციით, სწორედ მათ მისცეს ჩვენებები ღარიბაშვილის წინააღმდეგ. 

ასევე ნახეთ:

 

მსგავსი სიახლეები