"პირველების" ინფორმაციით, არჩილ კონცელიძე ბათუმის გამწვანების სამსახურის უფროსის თანამდებობიდან მოხსნეს

26.08.26 12:22
"პირველების" ინფორმაციით, არჩილ კონცელიძე ბათუმის გამწვანების სამსახურის უფროსის თანამდებობიდან მოხსნეს

"პირველების" ინფორმაციით, არჩილ კონცელიძე ბათუმის გამწვანების სამსახურის უფროსის თანამდებობიდან მოხსნეს. 

არჩილ კონცელიძე "ქართული ოცნების" დეპუტატის, რესან კონცელიძის  ძმის შვილია.

შეგახსენებთ, რომ "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ" გაშიფრა მთელი სქემა, როგორ უწყობს ხელს ბათუმის დაბეტონებას "ქართული ოცნების" დეპუტატი, როგორ არის მისი პირადი ინტერესი რაც შეიძლება მეტი კორპუსი ჩაიდგას და როგორ ლობირებდა, დარღვევებით აშენებული კორპუსების ექსპლუატაციაში მიღებას.

არჩილ კონცელიძე მაშინ მუნიციპალურ ინსპექციას ხელმძღვანელობდა და მის მიმართ არერთი კითხვა არსებობდა სამშენებლო ნებართვებთან დაკავშირებით.

"საერთაშორისო გამჭვირვალობამ" არჩილ კონცელიძის უწყებას, რომელიც მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის დაწესებულებას წარმოადგენს, საჯარო ინფორმაციის მიწოდებაზე არაერთხელ მიმართა, თუმცა მუნიციპალურმა ინსპექციამ ინფორმაციის მიწოდებაზე უარი უთხრა. 

მაშინ "საერთაშორისო გამჭვირვალობამ" დაწერა, რომ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის ასეთი ქმედება აჩენდა გონივრულ ეჭვს, რომ კონცელიძეებთან დაკავშირებული კომპანიების დარღვევებს მუნიციპალური ინსპექცია მალავვდა

 

მსგავსი სიახლეები