ჯორჯიის ეროვნული გვარდიის მეთაური საქართველოში იმყოფებოდა - რიჩარდ უილსონი თავდაცვის უწყების მაღალჩინოსნებს შეხვდა

26.08.26 14:37
ჯორჯიის ეროვნული გვარდიის მეთაური საქართველოში იმყოფებოდა - რიჩარდ უილსონი თავდაცვის უწყების მაღალჩინოსნებს შეხვდა

აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის მეთაური, გენერალ-მაიორი რიჩარდ დ. უილსონი საქართველოში ერთკვირიანი ვიზიტით იმყოფებოდა. აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში უილსონმა თბილისში გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო, საჩხერის სამთო მომზადების სკოლას ეწვია და საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების მაღალი რანგის წარმომადგენლებს შეხვდა.

საქართველოში ერთკვირიანი ვიზიტის ფარგლებში სიამოვნებით ვუმასპინძლეთ ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის მეთაურს, გენერალ-მაიორ რიჩარდ დ. უილსონს. გენერალ-მაიორმა უილსონმა თბილისში გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და პატივი მიაგო სამშობლოსთვის თავდადებულ 4 000-ზე მეტი ქართველი ჯარისკაცის ხსოვნას. ასევე, გენერალ-მაიორი საჩხერის სამთო მომზადების სკოლას ეწვია და საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების მაღალი რანგის პირებს შეხვდა, - ნათქვამია განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები