არ ვაღიარებ პროკურატურას და ქართულ მართლმსაჯულებას - მიხეილ სააკაშვილის პირველი განცხადება

29.11.21 12:16
არ ვაღიარებ პროკურატურას და ქართულ მართლმსაჯულებას - მიხეილ სააკაშვილის პირველი განცხადება

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ისტორიულ სასამართლო პროცესზე პირველი განცხადება გააკეთა. 

"საზოგადოებრივი მაუწყებლის" მიერ გავრცელებული ტექსტის  თანახმად, მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ არ აღიარებს  პროკურატურას და ქართულ მართლმსაჯულებას: 

არ ვაღიარებ პროკურატურას და ქართულ მართლმსაჯულებას, აქ არ ვარ იმისთვის, რომ წინასწარ დაწერილი კომედიის ნაწილი ვიყო"- თქვა განსასჯელის სკამზე მჯდომმა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა.

ამასთან, მოსამართლეებმა სააკაშვილს მიმართეს, რომ ბრალდებულს უფლება აქვს, წყალი დალიოს. „ვითვალისწინებთ თქვენს ჯანმრთელობას“, - განაცხადეს მოსამართლეებმა, რის შემდეგაც სააკაშვილმა მიმართა მათ: „მადლობა, ვაფასებ სიკეთეს“.

მსგავსი სიახლეები