"სისტემა მათ შექმნეს და ეს სისტემა მათაც მოუტრიალდება აუცილებლად" - ლევან ცუცქირიძე "ოცნებაზე"
პარტია "თავისუფლების მოედნის" თავმჯდომარის, ლევან ცუცქირიძის განცხადებით, "ქართულ ოცნებას" ის სისტემა აუცილებლად მიუტრიალდება, რომელიც მათ შექმნეს".
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ სისტემა, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა ააგო, "თაღლითური და ბანდიტური წესებით" მიშაობს.
რაც შეეხება მდინარაძის ამბავს, "ჟანრის კლასიკაა", როგორ იქცევიან ისეთი რეჟიმები, როგორიც არის დღეს საქართველოში ივანიშვილის რეჟიმი და როგორ ამთავრებენ ეს ადამიანები, რომლებიც ჩათვლიან, რომ მხოლოდ მადლობების გადახდით, უპირობო მორჩილებით, უსამართლობის ჩადენით, საზოგადოებაში ნდობისა და ავტორიტეტის არა მოპოვებით, დაკარგვით და ფეხქვეშ გაგებით ნებისმიერ კაპრიზთან, რომელიც შეიძლება ოლიგარქს, დიქტატორს, ავტოკრატს ჰქონდეს, რაღაცას შეინარჩუნებენ. [...]
ეს აჩვენებს იმას, რომ სისტემა, რომელიც ააგო ბიძინა ივანიშვილმა მუშაობს ჩვეულებრივი თაღლითური და ბანდიტური წესებით...
მოუწევს საკუთარ თავზე ამის წვნევა თვითონ იმ ადამიანებს, რომლებმაც ეს სისტემა ააშენეს რუდნებით, მდინარაძეც, ღარიბაშვილიც, ყველანი. ახლა რომ ლაპარაკობს ირაკლი ღარიბაშვილი რაღაც ღირსებაზე, რომ თურმე სასამართლო ფარსია, დამოუკიდებელი არ არის და ა.შ., მე ხომ არ ვუგზავნიდი ბავშვებს სახელმწიფო დაცვის სამსახურს, რომ შეეშინებინა ისინი, ჩვენ გვახსოვს გარეჯის ამბავი, მე ხომ არ ჩამისვამს ეს ადამიანები აბსოლუტურად უსამართლოდ ციხეში, მე ხომ არ ვიცინოდი იმაზე, როდესაც მიყვებოდნენ, როგორ ნერვიულობდნენ ბავშვები, როდესაც დაინახეს ვიღაც ხალხი, რომელიც მათ ემუქრებოდა - ეს სისტემა მათ შექმნეს და ეს სისტემა მათაც მოუტრიალდება აუცილებლად.
ღარიბაშვილი და ყველა უნდა წარდგეს ობიექტური გამოძიების და სამართლიანი სასამართლოს წინაშე. ამით უნდა დამთავრდეს ეს ისტორია," - განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.
პოლიტიკის ექსპერტი აღნიშნავს, რომ მდინარაძის შემდეგ ირაკლი კობახიძეც "განწირულია".
"ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა, ვიცე-პრემიერმა და რეგიონული განვითარების მინისტრმა, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ პოლიტიკიდან მიდის. გამართულ ბრიფინგზე მან მადლობა გადაუხადა "ქართული ოცნების" წევრებს და ლიდერებს, მათ შორის ბიძინა ივანიშვილს.
გადადგომისა და პოლიტიკიდან წასვლის განცხადებას წინ უსწრებდა პატიმრობაში მყოფი ექს-პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის წერილი.
ღარიბაშვილმა მის თანაპარტიელს, მამუკა მდინარაძეს ბიძინა ივანიშვილის დავალებით, უკანონო გარიგების შუამავლობაში დასდო ბრალი. მდინარაძემ შუამავლობა კამერების წინ უარყო და თქვა, რომ ექს-პრემიერი, ორ დღეში გამოქვეყნებულ ორ წერილში, "ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებს".
შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძემ 29 ივლისს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ იქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებდა. მანამდე კი რეგიონული განვითარების სამინისტროს უხელმძღვანელებდა.