ლაზარე ჯორბენეძის ბურუსით მოცული გარდაცვალების საქმეზე "პირველებთან" საუბრობს ჟურნალისტი, ვინც კობახიძის მამხილებელი ინტერვიუ ჩაწერა

02.09.26 11:18
ლაზარე ჯორბენეძის ბურუსით მოცული გარდაცვალების საქმეზე "პირველებთან" საუბრობს ჟურნალისტი, ვინც კობახიძის მამხილებელი ინტერვიუ ჩაწერა

ლაზარე ჯორბენეძის ბურუსით მოცული გარდაცვალების საქმეზე "პირველებთან" საუბრობს ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ახალ წერილში დასახელებული დიტო ჩუბინიძე.

"ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი ამბობს, რომ ექს-პრემიერის მსგავსად, მასაც არ სჯერა ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ვერსიის - "კაცი ლოგინიდან ვერ დგებოდა და როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ, რომ ადგა კაცი და ჩამოეკიდა თოკზე?გარდაცვლილს ნაჭდდევებიც არ ჰქონდა კისერზე".

"ლაზარე ჯორბენაძე მე არაერთ ინტერვიუში მიმტკიცებდა, რომ კობახიძემ 2025 წლის შემოდგომაზე, აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ჰეიდარ ალიევს ხელი მოუწერა გასაიდუმლოებულ დოკუმენტზე, რომლის თანახმადაც დავით გარეჯის სადავო ტერიტორიები გადასცა" - ეუბნება "პირველებს" დიტო ჩუბინიძე.

კაცი არის მოკლული. როცა ლაზარე ჯორბენაძემ გაახმაურა ჩემთან ეს სკანდალური, ძარღვებში სისხლის გამყინავი თემა იმის შესახებ, რომ საქართველოს ისტორიული ტერიტორიის ნაწილი გასხვისდა უცხო სახელმწიფოზე და ამას ხელი მოაწერა კობახიძემ. ეს პროცესი დაიწყო სააკაშვილმა და დაამთავრა ახალი დროის სერგო ორჯონიკიძეებმა. ესენი ყველანი შევარდნაძის პოლიტკური შვილები არიან და მე არ ვარ ის გულუპრყვილო კაცი, რომ ვიფიქრობ, რომ ეს კობახიძემ ბიძინა ივანიშვილის გარეშე შეძლო. ასე რომ, მე ამას ველოდებოდი. რაც შეეხება ლაზარე ჯორბენაძეს, კაცი ლოგინიდან ვერ დგებოდა, და როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ, რომ ადგა კაცი და ჩამოეკიდა თოკზე და თავი ჩამოიხრჩო. თან როგორც ჩამოიხრჩო, კაცი მეუბნებოდა, ქვეყანა იყიდება, მთელი საქართველო ფეხზე უნდა დავაყენო, შეიძლება ჩემი სიკვდილი უნდათ, მაგრამ არ მოვკვდებიო. მერე იყო აცდენები. იქით ოთახში ვიყავიო და რომ შემოვბრუნდიო, უკვე ჩამოკიდებული დამხვდაო. რაღაცებს ურევს ერთმანეთში. მეთქი, რამე შეამჩნიეთ კისერზე კუბოში-თქო. საგანგებოდ დავაკვირდი და ყელზე არაფერი, არანაირი ნაჭდევი არ  ჰქონდაო. ცხონებული ლაზარე ჯორბენაძე მე არაერთ ინტერვიუში მიმტკიცებდა, რომ ირაკლი კობახიძემ 2025 წლის შემოდგომაზე, აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ჰეიდარ ალიევს ხელი მოუწერა გასაიდუმლოებულ დოკუმენტზე, რომლის თანახმადაც დავით გარეჯის სადავო ტერიტორიები, კერძოდ სტრატეგიული სიმაღლეები , რომელსაც სულაძარლებული სააკაშვილი ახსენებდა, რომ უნდა გადავცეთ აზერბაიჯანსო, გადასცა. საუბარია ჩიჩხიტურის კოშკზე. საუბარია აღდგომის ეკლესიაზე. 

როგორც სი ძინ პინს და დონალდ ტრამპს არ დაურეკავს ჩემთან, ისე არავის არ დაურეკასვ (საგამოძიებო უწყებებიდან) ამ ტემასთან დაკავშირებით", - აცხადებს დიტო ჩუბინიძე. 

საეჭვო თვითმკვლელობებზე ირაკლი ღარიბაშვილმა 1 სექტემბერს გამოქვეყნებულ რიგით მეხუთე წერილში ისაუბრა.

  • "მდინარაძე-კობახიძის მმართველობის დროს არაერთი ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით საზოგადოებას აქვს კითხვები და მე საჯაროდ ვსვამ ამ კითხვებს" - წერს ღარიბაშვილი წერილში.

ერთადერთი ვისაც ექს-პრემიერი წერილში აკონკრეტებს ეს ლაზარე ჯორბენაძეა - გაზეთ "ასავალ-დასავალის" რესპოდენტი, რომელიც ორ თებერვალს ჟურნალიტს დიტო ჩუბინიძესთვის მიცემულ ინტერვიუში ირაკლი კობახიძეს დავით გარეჯის გაყიდვაში სდებს ბრალს, შემდეგ კი მას გარდაცვლილს პოულობენ.

ცნობისთვის, ლაზარე ჯორბენაძე აპრილის თვეში გარდაცვლილი იპოვეს. უფლებადამცველი 2026 წლის 2 თებერვალს “ასავალ დასავალთან“ მიცემულ ინტერვიუში, ამტკიცებდა, რომ საკუთარი თვალით იხილა აზერბაიჯანთან გაფორმებული დოკუმენტი დავით გარეჯის გადაცემასთან დაკავშირებით, რომელზეც ირაკლი კიბახიძის ხელმოწერა იყო დასმული.  

მსგავსი სიახლეები