სახალხო დამცველი ირაკლი ღარიბაშვილს ხვდება

02.09.26 11:52
სახალხო დამცველი ირაკლი ღარიბაშვილს ხვდება

სახალხო დამცველი ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ხვდება. ლევან იოსელიანი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უკვე შევიდა. 

 როგორც ომბუდსმენმა განაცხადა, მედიასთან კომენტარს ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გააკეთებს.

ყველა კითხვა რომელიც ეხება ირაკლი ღარიბაშვილის ციხეში ყოფნის საკითხებს, მათ შორის ინფორმაცია, რაც დაკავშირებულია მის მიმართ პაემანის გაუქმებაზე, ამაზე დამატებით კომენტარს გავაკეთებ, რაც შევხვდები თავად მას და შევხდები ციხის ადმინისტრაციას და მოვისმენ ინფორმაციას. რაც შეეხება დანარჩენს საკითებს, მე კომენტარს ვერ გავაკეთებ.  შევდივარ ჩემი მანდატის ფარგლებში, რომ მოვისმინეო მისგან უშუალოდ ის საკითები, რაზეც მისმა დავოკატებმა გააკეთეს განცხადებები. სხვა საკითხები, რასაც მისი წერილები შეიცავს (პოლიტიკურ შინაარსს) ეს არ არის სახალხო დამცველის საკითხი, შესაბამსიად, ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ", - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ცნობისთვის, ექს-პრემიერმა ლევან იოსელიანთან შეხვედრა 31 აგვისტოს მოითხოვა.

ღარიბაშვილის უფლებადამცველების თქმით, "ოცნების" ყოფილ მაღალჩინოსანს მცირეწლოვან შვილებთან ხანგრძლივი პაემანი 26 აგვისტოს ჰქონდა ჩანიშნული, თუმცა გაუუქმეს. 

ამის პარალელურად, ირაკლი ღარიბაშვილმა  გუშინ, პირველ სექტემბერს საეჭვო თვითმკვლელობებზე ისაუბრა.

  • "მდინარაძე-კობახიძის მმართველობის დროს არაერთი ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით საზოგადოებას აქვს კითხვები და მე საჯაროდ ვსვამ ამ კითხვებს" - წერს ღარიბაშვილი წერილში.

ერთადერთი ვისაც ექს-პრემიერი წერილში აკონკრეტებს ეს ლაზარე ჯორბენაძეა - გაზეთ "ასავალ-დასავალის" რესპოდენტი, რომელიც ორ თებერვალს ჟურნალიტს დიტო ჩუბინიძესთვის მიცემულ ინტერვიუში ირაკლი კობახიძეს დავით გარეჯის გაყიდვაში სდებს ბრალს, შემდეგ კი მას გარდაცვლილს პოულობენ.

ცნობისთვის, ლაზარე ჯორბენაძე აპრილის თვეში გარდაცვლილი იპოვეს. უფლებადამცველი 2026 წლის 2 თებერვალს “ასავალ დასავალთან“ მიცემულ ინტერვიუში, ამტკიცებდა, რომ საკუთარი თვალით იხილა აზერბაიჯანთან გაფორმებული დოკუმენტი დავით გარეჯის გადაცემასთან დაკავშირებით, რომელზეც ირაკლი კიბახიძის ხელმოწერა იყო დასმული.