პირველი რეაქცია სკანდალურ წერილზე: პაპუაშვილი "ოცნების" ორგზის პრემიერს "პოლიტიკურ სპეკულაციაში" ადანაშაულებს

02.09.26 13:02
პირველი რეაქცია სკანდალურ წერილზე: პაპუაშვილი "ოცნების" ორგზის პრემიერს "პოლიტიკურ სპეკულაციაში" ადანაშაულებს

შალვა პაპუაშვილი მისივე ყოფილ თანაგუნდელს, "ქართული ოცნების" ორგზის პრემიერ-მინისტრს პოლიტიკურ სპეკულაციაში ადანაშაულებს. 

"ქართული ოცნების" ლიდერი, ირაკლი ღარიბაშვილის სკანდალურ წერილს დღეს, 2 სექტემბერს გამოეხმაურა და თქვა, რომ პატიმრობაში მყოფი ექს-პრემიერი ცდილობს, სამართლებრივი საკითხი პოლიტიკურ ჭრილში გადაიტანოს".

რაც შეეხება ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საკითხს, პაპუაშვილი აცხადებს, რომ "სხვადასხვა პიროვნებების ტრაგედიების გამოყენება ხდება  პოლიტიკური ინსინუაციებისთვის". 

საეჭვო თვითმკვლელობებზე ირაკლი ღარიბაშვილმა 1 სექტემბერს გამოქვეყნებულ რიგით მეხუთე წერილში ისაუბრა.

  • "მდინარაძე-კობახიძის მმართველობის დროს არაერთი ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით საზოგადოებას აქვს კითხვები და მე საჯაროდ ვსვამ ამ კითხვებს" - წერს ღარიბაშვილი წერილში.

ერთადერთი ვისაც ექს-პრემიერი წერილში აკონკრეტებს ეს ლაზარე ჯორბენაძეა - გაზეთ "ასავალ-დასავალის" რესპოდენტი, რომელიც ორ თებერვალს ჟურნალიტს დიტო ჩუბინიძესთვის მიცემულ ინტერვიუში ირაკლი კობახიძეს დავით გარეჯის გაყიდვაში სდებს ბრალს, შემდეგ კი მას გარდაცვლილს პოულობენ.

ცნობისთვის, ლაზარე ჯორბენაძე აპრილის თვეში გარდაცვლილი იპოვეს. უფლებადამცველი 2026 წლის 2 თებერვალს “ასავალ დასავალთან“ მიცემულ ინტერვიუში, ამტკიცებდა, რომ საკუთარი თვალით იხილა აზერბაიჯანთან გაფორმებული დოკუმენტი დავით გარეჯის გადაცემასთან დაკავშირებით, რომელზეც ირაკლი კიბახიძის ხელმოწერა იყო დასმული.