ღარიბაშვილმა პირდაპირ უნდა ილაპარაკოს - ეკა ბესელია გამოძიების დაწყების აუცილებლობაზე საუბრობს
"მართლამსაჯულების სახლის" ხელმძღვანელი, ეკა ბესელია ირაკლი ღარიბაშვილის სკანდალური წერილის შემდეგ, სადაც ყოფილი მაღალჩინოსანი საეჭვო თვითმკვლელობების სერიაზე საუბრობდა, გამოძიების დაწყების აუცილებლობაზე საუბრობს.
"უბრალოდ შეუძლებელია პროკურატურამ თქვას, რომ აქ ვერ ხედავს დანაშაულის ნიშნებს და უნდა გამოიძიოს ფაქტები" - ამბობს ბესელია.
"ოცნების" ყოფილი თანაგუნდელი ყოფილ პრემიერს მოუწოდესბ უფრო მეტი და უფრო პირდაპირ ილაპარაკოს.
პირდაპირ ილაპარაკოს და ღიად ილაპარაკოს. მე არ მაქვს გამოძიების ჩატარების იმედი იმ ფაქტებზე, რომელზეც ის ლაპარაკობს, მაგრამ არსებობს საზოგადოების ინფორმირების ძალიან მნიშვნელოვანი ინტერესი და მას შეუძლია, რომ საკუთარ ხალხს ელაპარაკოს იმ ადამიანებზე, ვინც ძალიან დიდი ზიანი მიაყენა ჩვენს ქვეყანას. დანარჩენს, ალბათ უფრო და უფრო მეტს გავიგებთ. სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირი საუბრობს დანაშაულის ნიშნებზე, ეს პირდაპირი ვალდებულებაა საგამოძიებო ორგანოების, რომ გამოძიება დაიწყონ ამ ფაქტებზე. უბრალოდ შეუძლებელია პროკურატურამ თქვას, რომ აქ ვერ ხედავს დანაშაულის ნიშნებს და უნდა გამოიძიოს ფაქტები. გასაგებია, რომ დღეს დამოუკიდებელი ინსტიტუტები არ არის და ამ მხრივ ნდობა დაბალია, მაგრამ ფორმალური ვალდებულება ხომ არსებობს - როგორ შეიძლება თქვა, რომ ყოფილი პრემიერის განცხადებები არ არის გამოძიების დაწყების საფუძველი, იმ ადამიანის, რომელსაც ბევრი წლის განმავლობაში მთავრობაზე უშუალო პასუხისმგებლობა ჰქონდა აღებული", - აცხადებს ეკა ბესელია.
საეჭვო თვითმკვლელობებზე ირაკლი ღარიბაშვილმა 1 სექტემბერს გამოქვეყნებულ რიგით მეხუთე წერილში ისაუბრა.
- "მდინარაძე-კობახიძის მმართველობის დროს არაერთი ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით საზოგადოებას აქვს კითხვები და მე საჯაროდ ვსვამ ამ კითხვებს" - წერს ღარიბაშვილი წერილში.
ერთადერთი ვისაც ექს-პრემიერი წერილში აკონკრეტებს ეს ლაზარე ჯორბენაძეა - გაზეთ "ასავალ-დასავალის" რესპოდენტი, რომელიც ორ თებერვალს ჟურნალიტს დიტო ჩუბინიძესთვის მიცემულ ინტერვიუში ირაკლი კობახიძეს დავით გარეჯის გაყიდვაში სდებს ბრალს, შემდეგ კი მას გარდაცვლილს პოულობენ.
ცნობისთვის, ლაზარე ჯორბენაძე აპრილის თვეში გარდაცვლილი იპოვეს. უფლებადამცველი 2026 წლის 2 თებერვალს “ასავალ დასავალთან“ მიცემულ ინტერვიუში, ამტკიცებდა, რომ საკუთარი თვალით იხილა აზერბაიჯანთან გაფორმებული დოკუმენტი დავით გარეჯის გადაცემასთან დაკავშირებით, რომელზეც ირაკლი კიბახიძის ხელმოწერა იყო დასმული.