ივანიშვილს ნერვები მძიმე დღეში აქვს - ნიკა გვარამიას პირველი კომენტარი პროკურატურაში დაბარებაზე
"ციხეში მყოფ ღარიბაშვილსაც შეუძლია [ბიძინა ივანიშვილს] აუყირავოს მაგიდა - ასე ეხმაურება კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი, ნიკა გვარამია ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე პროკურატურაში მისი დაბარების ფაქტს.
ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ მან პირად სოციალურ გვერდზე ირაკლი ღარიბაშვილის წერილიდან ციტატა მოიყვანა, ამიტომ არ ესმის რატომ გახდა მისი საგამოძიებო ორგანოში დაბარება აუცილებელი.
გვარამია ივანიშვილის გუნდის რეაქციაზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ "ქართულ ოცნებაში" მძიმე ვითარებაა.
მთავარი ჩვენი დაკითხვა კი არ არის, მთავარია ბიძინა ივანიშვილის, კობახიძის რეაქცია აჩვენებს, რომ ვითარება არის მძიმე! - ციხეში მყოფ ღარიბაშვილსაც შეუძლია აუყირავოს მაგიდა. როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილს ნერვები მძიმე დღეში აქვს და ჩვენზე უფრო კარგად გაგო, რა თქვა ღარიბაშვილმა. ასეთი რეაქცია დანამდვილებით მოულოდნელი იყო. რაც შეხება დაკითხვას, საერთოდ წარმოდგენა არ მაქვს ვინ არის ეს ადამიანი [ლაზარე ჯორჯაძე] ჩემს პოსტში არის ირაკლი ღარიბაშვილის ციტატა წერილიდან, რასაც ის ამბობს. ქსელში რომ დაგუგლავ ამ სახელსა და გვარს, აგდებს, რომ მანამდე სადღაც უსაფრთხოების თუ უშიშროების სამსახურში თუ რომელიღაცაში თანამდებობა ჰქონდა - ეს არის დაწერილი დამკითხავენ და ვუპასუხებ"- განაცხადა ნიკა გვარამიამ.
3 სექტემბერს პროკურატურამ საგანგებო განცხადება გამოაქვეყნა, სადაც დაწერა, რომ გამოკითხავენ იმ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, რომლებმაც ირაკლი ღარიბაშვილის მიერ წერილში დასახელებულ თვითმკვლელობის საქმეებზე კომენტარი გააკეთეს. გამოსაკითხთა სიაშია თავად ირაკლი ღარიბაშვილიც.
მთავარ საგამოძიებო ორგანოში აღნიშნავენ, რომ მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილისა და სხვა პირების მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე, პროკურატურის ზედამხედველობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გამოიკითხებიან ნიკა გვარამია; ირმა ინაშვილი; ნანუკა ჟორჟოლიანი; ხატია დეკანოიძე; თაზო დათუნაშვილი; გია ხუხაშვილი; გიორგი ლილუაშვილი; ზაზა დავითაია; ერმილე ნემსაძე; გიორგი გიგაური.
საეჭვო თვითმკვლელობებზე ირაკლი ღარიბაშვილმა 1 სექტემბერს გამოქვეყნებულ რიგით მეხუთე წერილში ისაუბრა.
- "მდინარაძე-კობახიძის მმართველობის დროს არაერთი ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით საზოგადოებას აქვს კითხვები და მე საჯაროდ ვსვამ ამ კითხვებს" - წერს ღარიბაშვილი წერილში.
ერთადერთი ვისაც ექს-პრემიერი წერილში აკონკრეტებს ეს ლაზარე ჯორბენაძეა - გაზეთ "ასავალ-დასავალის" რესპოდენტი, რომელიც ორ თებერვალს ჟურნალიტს დიტო ჩუბინიძესთვის მიცემულ ინტერვიუში ირაკლი კობახიძეს დავით გარეჯის გაყიდვაში სდებს ბრალს, შემდეგ კი მას გარდაცვლილს პოულობენ.
ცნობისთვის, ლაზარე ჯორბენაძე აპრილის თვეში გარდაცვლილი იპოვეს. უფლებადამცველი 2026 წლის 2 თებერვალს “ასავალ დასავალთან“ მიცემულ ინტერვიუში, ამტკიცებდა, რომ საკუთარი თვალით იხილა აზერბაიჯანთან გაფორმებული დოკუმენტი დავით გარეჯის გადაცემასთან დაკავშირებით, რომელზეც ირაკლი კიბახიძის ხელმოწერა იყო დასმული.