"ოცნებაში" ამტკიცებენ, რომ ივანიშვილის გუნდის ორგზის პრემიერი ოპოზიციის თამაშს თამაშობს

03.09.26 15:29
"ოცნებაში" ამტკიცებენ, რომ ივანიშვილის გუნდის ორგზის პრემიერი ოპოზიციის თამაშს თამაშობს

"ოცნებაში" ამტკიცებენ, რომ ივანიშვილის გუნდის ორგის პრემიერ-მინისტრი ოპოზიციის თამაშს თამაშობს - განცხადება ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან გააკეთა. მისივე მტკიცებით, ირაკლი ღარიბაშვილი "ნიკა გავარამიას რჩევებს აჰყვა". 

ნიკა გვარამია ღარიბაშვილს აგულიანებდა: „ატკინე, დააზიანე მაინცო“ და ალბათ, ამ ხაზის გაგრძელება იყო ეს პოსტიც და შემდგომი პოსტებიც - სამწუხაროა, რომ გვარამიას რჩევებს აჰყვა ჩვენი ყოფილი თანაგუნდელი - როგორც ჩანს, ახლა ერთ თამაშს თამაშობენ, - ამბობს "ქართული ოცნების" წევრი. 

სამწუხაროა, რომ მთლიანად ეს აჟიოტაჟი და გვარამიების თუ ჟორჟოლიანების მაგვარი დეზინფორმატორების ჟრიამული გამოიწვია ღარიბაშვილის მიერ გავრცელებულმა დეზინფორმაციამ და იმ პროვოკაციულმა განცხადებებმა, რომელმაც მხოლოდ „ნაცმოძრაობის“ აქტივი აჟრიამულა.

პროკურატურის მხრიდან ასევე მოგვეწოდა ინფორმაცია, რომ თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით ოჯახის წევრები, ახლობლები და ყველა არსებული მტკიცებულება ერთ დასკვნამდე მივიდა, რომ ეს იყო თვითმკვლელობა. თუმცა, როგორც ჩანს, ვიღაცისთვის ეს ხელსაყრელი მომენტია, რომ გარკვეული პოლიტიკური დაზიანება მიაყენოს და დისკრედიტაცია გაუკეთოს როგორც პროკურატურას, ისე მთლიანად ხელისუფლებას.

უზომოდ სამწუხაროა, რომ ღარიბაშვილის პოსტმა გამოხმაურება მხოლოდ „ნაცმოძრაობის“ აქტივისტებსა და ისეთ დეზინფორმატორებში ნახა, როგორებიც გვარამია, ჟორჟოლიანი და მათი თანამოაზრეები არიან. როგორც ჩანს, ახლა ერთ თამაშს თამაშობენ. რაც მთავარია, ნიკა გვარამია ღარიბაშვილს აგულიანებდა: „ატკინე, დააზიანე მაინცო“ - ალბათ, ამ ხაზის გაგრძელება იყო ეს პოსტიც და შემდგომი პოსტებიც.

სამწუხაროა, რომ გვარამიას რჩევებს აჰყვა ჩვენი ყოფილი თანაგუნდელი. იმის მიუხედავად, რაოდენ ნაწყენიც ან გაბრაზებულიც არ უნდა იყოს თავისი გადმოსახედიდან, ჩემთვის მაინც მიუღებელია, რომ „ნაცმოძრაობის“ ნარატივზე დაჯდეს ვინმე“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

3 სექტემბერს პროკურატურამ საგანგებო განცხადება გამოაქვეყნა, სადაც დაწერა, რომ გამოკითხავენ იმ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, რომლებმაც ირაკლი ღარიბაშვილის მიერ წერილში დასახელებულ თვითმკვლელობის საქმეებზე კომენტარი გააკეთეს. გამოსაკითხთა სიაშია თავად ირაკლი ღარიბაშვილიც.

მთავარ საგამოძიებო ორგანოში აღნიშნავენ, რომ მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილისა და სხვა პირების მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე, პროკურატურის ზედამხედველობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გამოიკითხებიან ნიკა გვარამია; ირმა ინაშვილი; ნანუკა ჟორჟოლიანი; ხატია დეკანოიძე; თაზო დათუნაშვილი; გია ხუხაშვილი; გიორგი ლილუაშვილი; ზაზა დავითაია; ერმილე ნემსაძე; გიორგი გიგაური.

საეჭვო თვითმკვლელობებზე ირაკლი ღარიბაშვილმა 1 სექტემბერს გამოქვეყნებულ რიგით მეხუთე წერილში ისაუბრა.

  • "მდინარაძე-კობახიძის მმართველობის დროს არაერთი ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით საზოგადოებას აქვს კითხვები და მე საჯაროდ ვსვამ ამ კითხვებს" - წერს ღარიბაშვილი წერილში.

ერთადერთი ვისაც ექს-პრემიერი წერილში აკონკრეტებს ეს ლაზარე ჯორბენაძეა - გაზეთ "ასავალ-დასავალის" რესპოდენტი, რომელიც ორ თებერვალს ჟურნალიტს დიტო ჩუბინიძესთვის მიცემულ ინტერვიუში ირაკლი კობახიძეს დავით გარეჯის გაყიდვაში სდებს ბრალს, შემდეგ კი მას გარდაცვლილს პოულობენ.

ცნობისთვის, ლაზარე ჯორბენაძე აპრილის თვეში გარდაცვლილი იპოვეს. უფლებადამცველი 2026 წლის 2 თებერვალს “ასავალ დასავალთან“ მიცემულ ინტერვიუში, ამტკიცებდა, რომ საკუთარი თვალით იხილა აზერბაიჯანთან გაფორმებული დოკუმენტი დავით გარეჯის გადაცემასთან დაკავშირებით, რომელზეც ირაკლი კიბახიძის ხელმოწერა იყო დასმული.