ვის არ უნდა "ჯერ საქართველო" პარტიად დარეგისტრირდეს - ვიქტორ ყიფიანის კომენტარი

03.09.26 17:49
ვის არ უნდა "ჯერ საქართველო" პარტიად დარეგისტრირდეს - ვიქტორ ყიფიანის კომენტარი

"ჯერ საქართველოს" დამფუძნებელი, ვიქტორ ყიფიანი უცნაურად მიიჩნევს იმ პრობლემებს, რაც მათ პარტიად დარეგისტრირების დროს შეექმნათ, რადგან მისი თქმით, წესდებაზე მუშაობისას სწორედ იმ პარტიების პრაქტიკა გამოიყენეს, რომლებსაც ეს პროცედურები გავლილი აქვთ.

ყიფიანი ამბობს, რომ მან მეტ-ნაკლებად დაიცვა ის თარგი, რაც მათ შორის მმართველ პარტიას - “ქართულ ოცნებას“ აქვს, თუმცა, მაინც არ იმუშავა.

"პირველებმა" ბიძინა ივანიშვილის ყოფილ ადვოკატს ჰკითხა, პრობლემას მისი ყოფილი კლიენტი, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ხომ არ უქმნის, რაზეც ვიქტორ ყიფიანმა თქვა: 

წესდებაზე მუშობისას, ავყევით იმ პარტიების პრაქტიკას, რომლებსაც რეგისტრაცია უკვე გავლილი აქვთ, მათ შორის, არც მეტი დ არც ნაკლები მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების“, რადგან ვიფიქრეთ, რომ ზედმეტ იმპროვიზაციას და ზედმეტ შემოქმედებითობას, სჯობია გაკვალული ბილიკით სვლა. რა უცნაურობაა, რომ ერთ შემთხვევაში ამ ბილიკმა შეიძლება იმუშავოს და დადოს შედეგი და მეორე შემთხვევაში, მე ახლა 100 % -იანად გადავწერეთქო, ვერ ვიტყვი, მაგრამ ყველა პრინციპულ საკითხში, გარკვეული დასაშვები გადახრებით დავიცავით ის თარგი, რაც მათ შორის „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა დაცული.

არ მგონია, ვერ დავიჯერებ, რომ ბატონი ივანიშვილი ასე შედარებით წვრილმან საკითხებში ჩადის და საჩემოდ “ოცნებაში“ მაღალ ეშელონებში სხვა ფიგურები უფრო მეტად მოიცლიდნენ, იმიტომ რომ ისტორია ამაზე მეტყველებს. არის რამდენიმე მაღალი ფუნქციონირი მოქმედი პირი, რომელსაც ყოველთვის აღელვებს ჩემი მხრიდან ესა თუ ის აქტივობა.

ეს გვარები ხშირად ციმციმებენ ქართულ სივრცეში მოჭარბებული პრესკონფერენციის სახით,- ამბობს ყიფიანი.

ცნობისთვის, საჯარო რეესტრმა "ჯერ საქართველოს" პარტიად რეგისტრაციის განცხადება ჯერ დაახარვეზა, შემდეგ კი "განუხილველად დატოვა".