"ოცნების" პასუხი "ჯერ საქართველოს": სისულელებზე ფიქრს ჯობია, ხარვეზები აღმოფხვრან
“ოცნების“ დეპუტატები “ჯერ საქართვლოს“ მოუწოდებენ ხარვეზების აღმოფხვრაზე იფიქრონ და დაელოდონ, რომ პროცესები ნორმალური მსვლელობით წავიდეს.
ნინო წილოსანი ამტკიცებს, რომ ამით ორგანიზაციის წევრები თავების გმირად გამოყვანას ცდილობენ და ეს ქართულ პოლიტიკაში ხშირად ხდება.
პარტიაში ამ უაზრო ფიქრებს სჯობს, ჯერ პარტიას ვერ ვუწოდებთ, ამ ორგანიზაციაში ჯობია სისულელეებზე ფიქრს, ხარვეზები აღმოფხვრან და დაელოდონ, რომ პროცესები ნორმალური მსვლელობით წავა. თავისთავად, ალბათ ყველა ასეთი ადამიანის ინტერესშია, რომ თავი გმირად გამოიყვანოს, ძალით განიგმიროს და თითქოს მთელი სამყარო მის წინააღმდეგაა მომართული, ეს რაღაც ფსიქოლოგიური მოვლენაც არის და ბევრ ადამიანს აწუხებს. სამწუხაროდ, ასეთი ადამიანები ხშირად იყრიან თავს ქართულ პოლიტიკაში, - განაცხადა წილოსანმა.
ცნობისთვის, საჯარო რეესტრმა "ჯერ საქართველოს" პარტიად რეგისტრაციის განცხადება ჯერ დაახარვეზა, შემდეგ კი "განუხილველად დატოვა".