ცნობილია, რა ჩვენება მისცა ციხეში შესულ გამომძიებლებს ირაკლი ღარიბაშვილმა

03.09.26 20:05
ცნობილია, რა ჩვენება მისცა ციხეში შესულ გამომძიებლებს ირაკლი ღარიბაშვილმა

 

 

საეჭვო თვითმკვლელობის საქმეებზე ირაკლი ღარიბაშვილის გამოკითხვა დასრულებულია - გამომძიებლებმა და პროკურორმა რუსთავის ციხე რამდენიმე წუთის წინ დატოვეს.

როგორც მედიასთან პროკურორმა, მედია ცირამუამ განაცხადა, მსჯავრდებულმა ექს-პრემიერმა გამოკითხვისას განმარტა, რომ არანაირ ინფორმაციას არ ფლობს ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით და რომ საჯაროდ გავრცელებული წერილები ეყრდნობა "მოარულ სხვადასხვა ინფორმაციებს".

ირაკლი ღარიბაშვილი გამოიკითხა ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში. გამოკითხვისას მან განმარტა, რომ არანაირ ინფორმაციას არ ფლობს ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით. 

რაც შეეხება მის მიერ საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციას, მის მიერ საჯაროდ გავრცელებული წერილები ეყრდნობა მოარულ სხვადასხვა ინფორმაციებს, რომელიც მის მიერ მიღებულია სხვადასხვა გამოცემებიდან. შესაბამისად ამას ეყრდნობოდა მის მიერ საჯაროდ გამოქვეყნებული წერილები და არა რაიმე კონკრეტულ ინფორმაციას. ის იყო კატეგორიული, რომ არანაირ ინფორმაციას არ ფლობს ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით.

საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა კანონმდებლობსი სრული დაცვით. რა შეკითხვებიც ჰქონდა გამოძიებას, ის შეკითხვები დაესვა მსჯავრდებულს. გარდა ამისა, მას დამატებით თუ რაიმე ინფორმაციის გაჟღერება და დაფიქსირება სურდა გამოკითხვის ოქმში, ამის შესაძლებლობაც მიეცა. თუმცა, როგორც მოგახსენეთ, ის არანაირ ინფორმაციას არ ფლობს. ", - განაცხადა პროკურორმა.

ჟურნალისტებმა სახელმწიფო მბრალმდებელს ჰკითხეს, შეიძლება თუ არა გაიზარდოს გამოსაკითხ პირთა წრე და საქმის ფარგლებში გამოიკითხონ ირაკლი კობახიძე და მამუკა მდინარაძე - რაზეც მედეა ცირამუამ განაცხადა - "თუკი ამის საჭიროება იარსებებს, გამოიკითხება სხვა პირებიც". 

გამოძიება მიმდინარეობს და შესაბამისად, როგორც ახლა, მიუხედავად დადასტურებული თვითმკვლელობისა,  ბრალდების მხარემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გამოკითხულიყვნენ გარკვეული პირები, შესაბამისად, თუკი ამის საჭიროება იარსებებს, გამოიკითხება სხვა პირებიც, თუმცა, როგორც მოგახსენეთ, ფაქტი ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობასთან დაკავშირებით, არის დადასტურებული", - თქვა პროკურორმა. 

3 სექტემბერს პროკურატურამ საგანგებო განცხადება გამოაქვეყნა, სადაც დაწერა, რომ გამოკითხავენ იმ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, რომლებმაც ირაკლი ღარიბაშვილის მიერ წერილში დასახელებულ თვითმკვლელობის საქმეებზე კომენტარი გააკეთეს. გამოსაკითხთა სიაშია თავად ირაკლი ღარიბაშვილიც.

მთავარ საგამოძიებო ორგანოში აღნიშნავენ, რომ მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილისა და სხვა პირების მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე, პროკურატურის ზედამხედველობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გამოიკითხებიან ნიკა გვარამია; ირმა ინაშვილი; ნანუკა ჟორჟოლიანი; ხატია დეკანოიძე; თაზო დათუნაშვილი; გია ხუხაშვილი; გიორგი ლილუაშვილი; ზაზა დავითაია; ერმილე ნემსაძე; გიორგი გიგაური.

საეჭვო თვითმკვლელობებზე ირაკლი ღარიბაშვილმა 1 სექტემბერს გამოქვეყნებულ რიგით მეხუთე წერილში ისაუბრა.

  • "მდინარაძე-კობახიძის მმართველობის დროს არაერთი ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით საზოგადოებას აქვს კითხვები და მე საჯაროდ ვსვამ ამ კითხვებს" - წერს ღარიბაშვილი წერილში.

ერთადერთი ვისაც ექს-პრემიერი წერილში აკონკრეტებს ეს ლაზარე ჯორბენაძეა - გაზეთ "ასავალ-დასავალის" რესპოდენტი, რომელიც ორ თებერვალს ჟურნალიტს დიტო ჩუბინიძესთვის მიცემულ ინტერვიუში ირაკლი კობახიძეს დავით გარეჯის გაყიდვაში სდებს ბრალს, შემდეგ კი მას გარდაცვლილს პოულობენ.

ცნობისთვის, ლაზარე ჯორბენაძე აპრილის თვეში გარდაცვლილი იპოვეს. უფლებადამცველი 2026 წლის 2 თებერვალს “ასავალ დასავალთან“ მიცემულ ინტერვიუში, ამტკიცებდა, რომ საკუთარი თვალით იხილა აზერბაიჯანთან გაფორმებული დოკუმენტი დავით გარეჯის გადაცემასთან დაკავშირებით, რომელზეც ირაკლი კიბახიძის ხელმოწერა იყო დასმული.

მსგავსი სიახლეები