რომ გვეუბნება, ეკონომიკა იზრდებაო, ჩრდილოეთ კორეაში ხომ არ ვცხოვრობთ - ელისაშვილი პრემიერზე

30.11.21 13:37
რომ გვეუბნება, ეკონომიკა იზრდებაო, ჩრდილოეთ კორეაში ხომ არ ვცხოვრობთ - ელისაშვილი პრემიერზე

 ,,მოქალაქეების" ლიდერი პრემიერის  წინააღმდეგ -  ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ღარიბაშვილის განცხადება ეკონომიკის არნახულ ზრდასთან დაკავშირებით დიდი სიცრუეა.

პრემიერ-მინისტრზე მინდა ვთქვა, ღარიბაშვილზე, რომელიც ძალიან დიდი აღტკინებით გვეუბნება, რომ არნახულად იზრდება ჩვენი ეკონომიკა, ეკონომიკა დუღს,  ევროპასაც კი ვაოცებთ, ასეთი გადაჭარბებული ყიჟინა და აღტკინება უბრალოდ ხალხს აღიზიანებს, ჩრდილოეთ კორეაში ხომ არ ვცხოვრობთ, ეს ოხერი, რასაც უნდა, იმას ხომ ვერ დაგვაჯერებს მთავრობა, - განაცხადა ელისაშვილმა.

საქართველოს ეკონომიკის არნახული ზრდა გვაქვს - განაცხადა პრემიერ მინისტრმა 8 ნოემბერს. მისი პროგნოზით, წლის ბოლომდე ქვეყანას ეკონომიკის 10%-იანი ზრდა ექნება.

მსგავსი სიახლეები