"ნაძირლები", "ამორალურები" - ზურაბიშვილმა "ოცნება" ხროვას შეადარა

09.09.26 18:51
"ნაძირლები", "ამორალურები" - ზურაბიშვილმა "ოცნება" ხროვას შეადარა

სალომე ზურაბიშვილმა Facebook live-ში, სადაც მოქალაქეების კითხვებს პასუხობს, "ქართული ოცნება" ხროვას შეადარა. 

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის შეფასებით, ივანიშვილის გუნდში არავინ არავის აღარ ენდობა და ყველა მზად არის, მეორე გაყიდოს, ოღონდ თვითონ გადარჩეს. 

ზურაბიშვილი დარწმუნებულია, რომ შიდა დაპირისპირება "რეჟიმის დასასრულს აჩვენებს".

"როცა, როგორც ცხოველებში ხდება, ხროვა ერთმანეთს დაესხმება და არავინ არავის აღარ არჩენს და იცავს" - ამბობს ექსპრემიდენტი. 

საეჭვო რომ ნაძირლები არიან? ეს არ არის საეჭვო! რანაირადაც იქცევიან მე ასეთი ქცევა ე.წ. გუნდში, თუ ყოფილ გუნდში არ მინახავს, არ წარმომიდგენია ამ დონეზე რომ ყველა ყველას ყველაფერს აბრალებდეს - შიგნით რაც ხდება, რომ არავინ არავის აღარ ენდობა, ყველა მზად არის, რომ მეორე გაყიდოს და თვითონ გადარჩეს. 

კიდევ უფრო საინტერესოა ის,  რომ გარეთ მომხრეები რომ არიან, ნაწილი ამ საზოგადოების, რომლებიც ყველაფერს "აპრავებენ": რაც არ უნდა იყოს, ის, ვინც გარეთ არის - ის არის მართალი, ის ვინც ციხეშია - ის არის დამნაშავე და იმას ყველაფერს აბრალებენ და "კარგი" სიტყვებით ამკობენ.

შეიძლება რომ ასეთი ამორალური ქცევა იყოს ასეთ დიდ ჯგუფში? ერთის მხრივ კორუფცია, რომელიც არსებობს, ეს არ არის მოგონილი კორუფცია. ამასთან ერთად არის კიდევ უფრო საშინელება, რომ ერთმანეთს არაფერს არ პატიობენ და მზად არიან ბოლომდე ადამიანი გასრისონ, ოღონდ თვითონ გადარჩნენ, ეს არის ასეთი რეჟიმების ბოლო იმიტომ, რომ მთავრდება როცა, როგორც ცხოველებში ხდება, ხროვა ერთმანეთს დაესხმება და არავინ არავის აღარ არჩენს და იცავს," - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.