ზელენსკი კანადაში ჩავიდა

10.09.26 11:02
 ზელენსკი კანადაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კანადაში სამდღიანი ვიზიტით, მეუღლესთან, ოლენა ზელენსკასთან ერთად ჩავიდა. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ცნობილია, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი კანადის პრემიერ-მინისტრ მარკ კარნის შეხვდება.

ზელენსკი ამბობს, რომ კანადაში მოლაპარაკებებისას მთავარი აქცენტი უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებისა და ზამთრისთვის მომზადების საკითხებზე გაკეთდება.

„დაგეგმილია მნიშვნელოვანი შეხვედრები და შეთანხმებები, რომლებიც ჩვენს ურთიერთობებს სტრატეგიულ დონეს კიდევ უფრო გაამყარებს“, - წერს ზელენსკი X-ზე.

ასევე ნახეთ: 

ზელენსკის თვითმფრინავი დრონის შეჯახებას გადაურჩა
 

მსგავსი სიახლეები