ოპოზიცია ივანიშვილის რეზიდენციასთან იკრიბება

01.03.21 12:11
ოპოზიცია ივანიშვილის რეზიდენციასთან იკრიბება

ოპოზიცია პარლამენტის წინ შეიკრიბა და ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან მისვლას გეგმავს. დღეიდან დაანონსებული ორკვირიანი აქცია პარლამენტის პიკეტირებით იწყება და დეპუტატებს სირცხვილის დერეფნების გავლა მოუწევთ. მოძრაობა ,,სირცხვილია" და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან  ორი მოთხოვნით მივლენ: ვადამდელი არჩევნები და ნიკა მელიას გათავისუფლება.

,,მოძრაობა საქართველოსთვის" ალიკ კუპრავა: 'ბიძინა ივანიშვილი არის ყველა სავალალო გადაწყვეტილებების მიმღები, რომელმაც ქვეყანა მიიყვანა ასეთ მდგომარეობაში. ჩვენ მის სასახლეში მივალთ და იმ მოთხოვნებს გავაჟღერებთ, რომელიც არჩევნების შემდეგ გვაქვს სამოქალაქო საზოგადოებასა და პოლიტიკურ პარტიებს!