დევნა სამოქალაქო აქტივისტზე - ბესიკ თამლიანი ბრალის წარდგენის მოლოდინშია
სამოქალაქო აქტივისტი, ბესიკ თამლიანი ბრალის წარდგენის მოლოდინშია. მცხეთის იზოლატორში, დაკავებულ სამოქალაქო აქტვისტთან ადვოკატი და საქმის გამომძიებლები მივიდნენ. მას ექსპერტიზა ჩაუტარდება, რომელიც მის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის კვალს დაადგენს. თამლიანის ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.
რა თქმა უნდა, არ აღიარებს მის მიმართ წარდგენილ ბრალდებას, ჩვენ გგავაჩნია ვიდეოკადრები, სადაც თვალნათლივ ჩანს, რომ მას არანაირი მუქარა, ზეწოლა არ განუხორციელებია პოლიციელების მიმართ, პირიქით, პოლიციელის მხრიდან იყო ხელშეშლა", - ამბობს ადვოკატი.
ბესიკ თამლიანი გუშინ საქალაქო სასამართლოსთან, სააკაშვილის პროცესის პარალელურად გამართულ აქციაზე დააკავეს. გამოძიება მას 353-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც პოლიცელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
29 ნოემბერს ბესიკ თამლიანი მანდატურებისთვის განკუთვნილი ჯიხურის სახურავზე დროშით იდგა და პროტესტს გამოხატავდა, რა დროსაც მისი ძალით ჩამოყვანა სამართალდამცავებმა სცადეს. თამლიანის დედა, რუსუდან თამლიანი "ტვ პირველთან" ამბობს, რომ პოლიციელი მისთვის წიწაკის სპრეის შესხმას ცდილობდა. რუსუდან თამლიანის მტკიცებით, მისი შვილი პოლიციელებმა სასტიკად სცემეს.