პარტიების აკრძალვის გეგმა - რას ამბობენ ოპოზიციაში
ოპოზიციაში დიდი ხანია იციან, რომ მათი აკრძალავა “ქართული ოცნების“ რეალური სურვილია, თუმცა ეჭვობენ, რომ აღნიშნული სურვილის ასრულება არც თუ ისე რეალურია.
ისინი დარწმუნებულები არიან, რომ ხელისუფლებას მძიმე ფასის გადახდა მოუწევს, თუ საკონსტიტუციო სასამართლო სარჩელს დააკმაყოფილებს და ელოდებიან, ქვეყნის შიგნით პროტესტს და ქვეყნის გარეთ კი სანქციებს, რომელიც ამ გადაწყვეტილებას მოყვება.
პაპუაშვილს და “ოცნებას“ ურჩევნია ის დაპირებები შეასრულოს, რაც ქართველ ხალხს დაჰპირდა. როდესაც მთავარი დაპირება იყო, ღირსებით ევროპისკენ, ჩვენ ვნახეთ, როგორ უღირსად წამოვიდნენ ევროპიდან. გარდა ამისა, როცა ისინი პარტიების აკრძალვებზე საუბრობენ, ეს არის დაშინების მცდელობა, თუმცა, ამას არავინ აპირებს. ჩვენ ყვენაიარად გავაგრძელებთ ბრძოლას, მათ შორის, თუ ისინი მიიღებენ ამ გადაწყვეტილებას, საკონსტიტუციო სასამართლოს მიღებინებენ ყველაზე არაკონსტიტუციურ გადაწყვეტილებას, ყველა შესაძლო სამართლებრივი გზით, გაუქმების შემდეგ, არსებობს გზები, რითაც შეიძლება ვიბრძოლოთ, - განაცხადა “ლელო ძლიერი საქართველოს“ წევრმა, ვაჟა დარჩიამ.
ენმ -ის ლიდერი, ირაკლი ფავლენიშვილი მიიჩნევს, რომ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების გაუქმებით ივანიშვილისთვის იდეალური გარემო იქმნება და ამ სარჩელით სწორედ ამას ცდილობენ.
ივანიშვილისთვის იდეალური გარემოა, როცა ყველა ოპოზიციური პოლიტიკური პარტია იქნება აკრძალული, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციები იქნება განადგურებული, კრიტიკული მედიები აღარ იარსებებს, ეს უნდა ივანიშვილს, რამდენად შეძლებს, ეს იმ წინააღმდეგობაზეა დამოკიდებული, რომელიც გამარჯვებით უნდა დასრულდეს. ჩვენი ბრძოლის ხაზი გადის ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაზე, კორუფციული სქემების მხილებაზე, პროტესტის გაძლიერებაზე, მეტი ადამიანის დარწმუენბაზე, რომ ამ ბრძოლაში ჩაებას, დანარჩენი რეპრესიული ზომები ივანიშვილის გადასაწყვეტია, რა რეპრესიული ზომების გატარებას მოასწრებს იქამდე, ვიდრე მისი რეჟიმი დასრულდება, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ იანვრის ბოლომდე საქართველოში ოპოზიციური პარტიები აიკრძალება.
პარლამენტის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მათ სარჩელს დააკმაყოფილებს.