გია ბარამიძის ადვოკატის პირველი კომენტარი
გია ბარამიძის ადვოკატი, ბექა ბასილაია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, თავადაცვის ყოფილი მინისტრის, გია ბარამიძის დაკავებას ეხმაურება.
იურისტი პოლიტიკოსს მას შემდეგ შეხვდება, რაც გია ბარამიძეს საგამოძიებო ორგანოდან წინასწარი დაკავების იზოლატორში შეასახლებენ.
მანამდე ბასილაიამ მედიასთან იმ მუხლებზე გააკეთა, რის საფუძველზეც პოლიტიკოსს ხელბორკილები დაადეს.
იურისტის შეფასებით, საგამოძიებო ორგანოს მიზანია, "შავი პიარი" აუგოროს ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსანს.
ბასილაია განმარტავს, რომ ფრაზა, რომელიც პოლიტიკოსმა ერთ-ერთ გადაცემაში ახსენა, სისხლის სამართლის ნიშნებს არ შეიცავს.
ის, რის გამოც გია ბარამიძის წინააღმდეგ მიმდინარეობს სისხლის სამართლის დევნა, არ შეიძლება წარმოადგენდეს სისხლის სამართლის კოდექსით რეგულირებულ საკითხს. როდესაც პროკურატურა საუბრობს, რომ ორი მუხლით დაიწყო დევნა, ანუ დაკავება მოხდა 2 ნუხლის საფუძველზე, ერთი მიხლი არის იმისთვის, რომ გიას მიმართ შავი პიარი აგორდეს, და ისმოდეს სიტყვა "ღალატი" , ხოლო მეორე მუხლი არის შინაარსის დამახინჯება. შეიძლებელია, სატელევიზიო გადაცემაში გაკეთებული გარკვეული განცხადებით საბოტაჟის ჩადენა.
საბოტაჟის შემადგენლობა სისხლის სამართლის კოდექსით მოცემულია მკაფიოდ და ის მიმართულია სახელმწიფო ორგანოების ნორმალური ფუნქციონირების ხელშეშლისკენ. და, როგორ არის შესაძლებელი, ერრთ პოტკასტში გაკეთებული განცხადებით, სახელმწიფო ორგანოთა ფუნქციონირებას ხელი ეშლებოდეს? "- ამბობს ბასილაია.
პროკურატურამ გიორგი ბარამიძეს ბრალი საბოტაჟის მუხლით წარუდგინა და აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას მოითხოვს.
პოლიტიკოსის დაკავების საბაბად საგამოძიებო ორგანო ივლისში იაგო ხვიჩიას გადაცემა „საქართველოს დაბადებაში“ აფხაზეთის ომის შესახებ გაკეთებული განცხადებას ასახელებს.
ბარამიძე საკუთარ სახლში დღეს, 11 სექტემბერს, დაახლოებით 18:00 საათზე დააკავეს.
„გიორგი ბარამიძეს ბრალდება სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ფაქტზე წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, - განაცხადეს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე.