მოღალატეები არიან ფარცხალაძეები და ყველანი ისინი, ვინც უჩოქებენ სიმონიანს - სალომე ზურაბიშვილი ბარამიძის დაკავებაზე
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება - სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ "წარმოუდგენელია" ადამიანის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება ისტორიულ წარსულზე გაკეთებული განცხადების გამო.
რაც შეეხება მოღალატეობის ბრალს, რომელიც პროკურატურამ გიორგი ბარამიძეს წაუყენა, სალომე ზურაბიშვილი "ოცნებას" ყოფილ გენ-პროკურორზე უთითებს და ამბობს, რომ სწორედ ოთარ ფარცხალაძე იყო სამშობლოს მოღალატე და "კგბ-"ს აგენტი, რომელსაც მთელი ივანიშვილის გუნდი გადაეფარა.
"მოღალატეები არიან ფარცხალაძეები და ყველანი ისინი, ვინც უჩოქებენ სიმონიანს" - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.
წარმოუდგენელია ასეთი რამე, ჰყავთ ამათ ოფიციალური მოღალატე - ფარცხალაძე, რომელიც იყო მათი გენ-პროკურორი. ეს გაარკვიონ, როგორ იყო გენ-პროკურორი. როდესაც ამერიკელები ამბობდნენ, ეს კგბ-ს აგენტი ყოფილაო და როგორ ამტკიცებდნენ ესენი - ყველამ დაიწყო ყვირილი, ეროვნული ბანკიდან დაწყებული, რომ როგორო, ჩვენ უნდა ვნახოთ ეს მტკციებულებები და ჩვენ უნდა შევაფასოთო.
და ამ შემთხვევაში, რაღაცა ნათქვამზე, ისტორიულ საკითხზე, რომელიც არაფერთან არ არის კავშირში, მოღალატეობა არა ისა. მოღალატეები არიან ფარცხალაძეები და ყველანი ისინი, ვინც უჩოქებენ სიმონიანს", - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.
პროკურატურამ გიორგი ბარამიძეს ბრალი საბოტაჟის მუხლით წარუდგინა და აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას მოითხოვს.
პოლიტიკოსის დაკავების საბაბად საგამოძიებო ორგანო ივლისში იაგო ხვიჩიას გადაცემა „საქართველოს დაბადებაში“ აფხაზეთის ომის შესახებ გაკეთებული განცხადებას ასახელებს.
ბარამიძე საკუთარ სახლში დღეს, 11 სექტემბერს, დაახლოებით 18:00 საათზე დააკავეს.