სად წავიდა პატრიარქის დაკრძალვისთვის გამოყოფილი 3 მილიონი?

12.09.26 20:57
სად წავიდა პატრიარქის დაკრძალვისთვის გამოყოფილი 3 მილიონი?

"შაბათის ეთერი" არკვევდა, დაიწყო თუ არა გამოძიება თიკა რუხაძის მინისტრობის პერიოდში კულტურის სამინისტროში დახარჯულ დიდ ფულთან დაკავშირებით. მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, მიხეილ კიკნაძემ გამომძიებელ ჟურნალისტები, რომლებიც ამ თემით დაინტერესდნენ, სამართალდამცავ უწყებებთან გადაამისამართა.

კულტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს ასევე ჰკითხეს, რატომ არ პასუხობს მისი უწყება კორუფციის მკვლევარებს, 3 და 27 აგვისტოს გაგზავნილ არცერთ წერილზე. ამ წერილებით ბესიკ დონაძემ სამინისტროდან სამივლინებო და პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები გამოითხოვა.

  • პარლამენტის ინფრომაციით, კულტურის სამინისტროს ბიუჯეტი, თიკა რუხაძის მმართველობის პერიოდში, 319 მილიონი ლარი იყო. მათ შორის 155 მილიონზე მეტი კულტურის განვითარების ხელშეწყობისთვის იყო გამოყოფილი. ახლა სწორედ ამ 155 მილიონი ლარის ხარჯია საინტერესოა. პროექტები სამთავრობო სატელევიზიო არხებზე და ოცნების ერთგული მომღერლების კონცერტები რეგიონებში. ვის და რა დამსახურებისთვის უხდიდა ფულს თიკა რუხაძე ან რომელი კომპანიების გავლით გადიოდა ეს თანხა?

თათა სვანიძე, კულტურის განვითარებისა და ხელშეწყობის დეპარტამენტის უკვე ყოფილი უფროსი, რომელიც პატრიარქის დაკრძალვის ღონისძიების ერთ ერთი ორგანიზატორი იყო, ადასტურებს, რომ მთავრობიდან მიღებული ფულის ნაწილი ქვეკონტრაქტორებზე ნამდვილად გადანაწილდა. 

ქვეკონტრაქტორების შესახებ კულტურის სამინისტრო ინფორმაციას მალავს. "შაბათის ეთერი" დაინტერესდა, იყო თუ არა მათ შორის ერთ-ერთი, თიკა რუხაძესთან დაკავშირებული კომპანია "თიხარტი", რომელსაც კულტურის მინისტრის ახლო მეგობარი ნინო ზუზუ ნოდია ფლობს. ამ კომპანიაში თიკა რუხაძე წლების განმავლობაში მრჩევლად იყო დასაქმებული.

თიკა რუხაძე წავიდა, პოსტი დატოვა მისმა მოადგილემ მაკო გურგენიძემაც, რუხაძის გადადგომისთანავე გადადგა ღონისძიებების ორგანიზატორი თათა სვანიძეც. სვანიძე ამბობს, რომ გამოძიებას მისთვის ჯერ კითხვები არ დაუსვამს.

მდიდრული აქსესუარების მოყვარული მინისტრი, რომელმაც გადადგომის შესახებაც კი სოციალური ქსელის საშუალებით გვამცნო, მას შემდეგ საჯარო სივრცეში აღარ გამოჩენილა.

სად წავიდა პატრიარქის დაკრძალვისთვის გამოყოფილი 3 მილიონი? - არკვევდა მაკა ჩიხლაძე

მსგავსი სიახლეები