ექსკლუზივი: თანამდებობები დატოვეს შემოსავლების სამსახურისა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსებმა
"შაბათის ეთერის" ექსკლუზიური ინფორმაციით, რამდენიმე საათის წინ თანამდებობა დატოვეს შემოსავლების სამსახურისა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსებმა.
TV პირველის გამომძიებელ ჟურნალისტთა ოფისის ცნობით, მიხეილ
მაღლაკელიძე და ლევან ხარაბაძე თანამშრომლებს გუშინ გვიან ღამით დაემშვიდობნენ.
"შაბათის ეთერმა" გაარკვია, რომ ორივე მათგანი გადადგომის ოფიციალურ მიზეზად ოჯახურ მდგომარეობას ასახელებს, თუმცა არსებობს ეჭვი, რომ უწყებიდან ისინი პოლიტიკიდან წასული მამუკა მდინარაძესთან ახლობლობის გამო გაუშვეს.