კუპრაძის ინფორმაციით, საკონსტიტუციოში ოპოზიციის აკრძალვის სარჩელს მოსამართლეების მხრიდან სერიოზული წინააღმდეგობა მოჰყვა
„ლელო-ძლიერი საქართველოს“ გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე ამბობს, რომ ოპოზიციის აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელის ირგვლივ, მოსამართლეთა შორის შორის აზრთა სხვადასხვაობაა.
ოპოზიციის ლიდერი ამბობს, რომ მოსამართლეთა ერთი ნაწილი, პარტიების აკრძალვის წინააღმდეგია. კუპრაძე არ გამორიცხავს, რომ ასეთ მოსამართლეებზე "ქართული ოცნება" ზეწოლას ახდენს.
"ოპოზიციის აკრძალვის გეგმა ბიძინა ივანიშვილს აქვს და არ დავიწყებია. თუმცა დარწმუნებით ვიცი, ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში იყო არაერთი ძალიან დაძაბული შეხვედრა და საუბარი მოსამართლეებს შორის. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს ეშინიათ მსჯელობის დაწყების, იმიტომ რომ მათ ძალიან კარგად იციან, მათზე არის აშკარად წნეხი, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ იარსებებს, სრული უმრავლესობა ამ მოსამართლეების "ქართული ოცნების" დანიშნულია. რომლებზეც სავარაუდოდ კონტროლი აქვთ დამყარებული. სავარაუდოდ ზეწოლასაც ახდენენ და იარსებებს უამრავი შესაძლო მუქარის, ძალადობის თუ მოსყიდვის მცდელობები, ამაში თითქმის დარწმუნებული ვარ.
დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ მათ პოზიციებში სერიოზული წინააღმდეგობაა. [ოპოზიციის აკრძალვის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში] მოსამართლეების დიდ ნაწილს აქვს უზარმაზარი ზეწოლა ქართული ოცნების მხრიდან.
მეორე მხრიდან მოსამართლეებს აქვთ სრულიად ჯანსაღი ობიექტური შიში იმისა, რომ ამ საკონსტიტუციო სარჩელის დაკმაყოფილება ნიშნავს ღალატს საკუთარი პროფესიული გვარ-სახელის. ნაწილი მათგანი უნივერსიტეტის პროფესორია - როგორ უნდა შევიდნენ სტუდენტებთან?მათ შორის უნდა ახსოვდეთ, რომ მომავალში ხელისუფლება რომ შეიცვლება, მათ ვინც მსგავს დანაშაულებრივ საკითხში მონაწილეობა მიღებული აქვთ, პოლიტიკური პარტიის რეალური სამართლებრივი საფუძვლის გარეშე აკრძალვაში, მათ აუცილებლად მუწევთ პასუხის გება" - აცხადებს კუპრაძე.
პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის მიერ 11 სექტემბერს გაკეთებული განცხადეების თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს 9 თვე აქვს იმისთვის, რომ გადაწყვეტილება გამოიტანოს ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე. კანონის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს განაჩენი იანვრის მეორე ნახევარში უნდა გახდეს ცნობილი.
პირველი სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში "ქართულმა ოცნებამ" 2025 წლის 31 ოქტომბერს შეიტანა და 3 პარტიის აკრძალვა მოითხოვა. [ერთიანობა — ნაციონალური მოძრაობა (ენმ), კოალიცია ცვლილებისთვის (გვარამია, მელია, გირჩი, დროა), ძლიერი საქართველო — ლელო (ხალხისთვის, თავისუფლებისთვის)].
- სარჩელს 88 დეპუტატი აწერდა ხელს (ქართული ოცნება + ხალხის ძალა + ევროპელი სოციალისტები).
მეორე (განახლებული) სარჩელი: 2026 წლის 20-21 აპრილს შეიტანეს. ქართულმა ოცნებამ ძველი სარჩელი უკან გამოითხოვა და ახალი შეიტანა, სადაც იმავე სამ პარტიას დაემატა მეოთხე — ფედერალისტები (თამარ ჩერგოლეიშვილი, გიგა ბოკერია).