ქვეყნის სათავეში ავადმყოფების ჯგუფია - სალომე ზურაბიშვილი

12.09.26 22:12
ქვეყნის სათავეში ავადმყოფების ჯგუფია - სალომე ზურაბიშვილი

 "როგორც მწიფე ხილი, ისე ვარდებიან ხიდან"- ასე აფასებს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნების თანამდებობიდან მოხსნის ფაქტს. 

ივანიშვილის გუნდი იშლება - ამბობს სალომე ზურაბიშვილი და დასძენს, რომ ცვლილებების საზოგადოება მომზადებული უნდა შეხვდეს. 

ვინ ვისი კადრია, ნაკლებად მაინტერესებს, მაგრამ ფაქტი არის ერთი - ესენი მრავალ ნაწილებად იშლებიან და შემდეგ ერთმანეთს ებრძვიან, ერთმანეთს ასმენენ. არავის აქვს ერთმანეთის ნდობა. ეს არის ავადმყოფი ჯგუფი, რომელიც სამწუხაროდ ჯერ კიდევ არის ქვეყნის სათავეში. ჩვენ იმას ველოდებით, ბოლომდე როდის ჩამოიშლებიან. როგორც მწიფე ხილი, ისე ვარდებიან ხიდან. ყოველ წუთს ველოდები, რომ ჩამიშლებიან. მთავარია, ჩვენ მზად ვიყოთ"- აცხადებს ზურაბიშვილი. 

"შაბათის ეთერის" ექსკლუზიური ინფორმაცია იმის შესახებ, რომ  თანამდებობა დატოვეს შემოსავლების სამსახურისა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსებმა, უწყების პრესსამსახურებმა რამდენიმე საათის წინ ოფიციალურად დაადასტურეს. 

TV პირველის გამომძიებელ ჟურნალისტთა ოფისის ცნობით, მიხეილ
მაღლაკელიძე და ლევან ხარაბაძე თანამშრომლებს გუშინ გვიან ღამით დაემშვიდობნენ. 

"შაბათის ეთერმა" გაარკვია, რომ ორივე მათგანი გადადგომის ოფიციალურ მიზეზად ოჯახურ მდგომარეობას ასახელებს, თუმცა არსებობს ეჭვი, რომ უწყებიდან ისინი პოლიტიკიდან წასული მამუკა მდინარაძესთან ახლობლობის გამო გაუშვეს. 

 

მსგავსი სიახლეები