გაერთიანდით! - უწყვეტი პროტესტის მონაწილეების მოწოდება პოლიტიკურ და სამოქალაქო ორგანიზაციებს

12.09.26 21:52
გაერთიანდით! - უწყვეტი პროტესტის მონაწილეების მოწოდება პოლიტიკურ და სამოქალაქო ორგანიზაციებს

უწყვეტი პროტესტის მონაწილეებმა პოლიტიკურ და სამოქალაქო ორგანიზაციებს მიმართეს -  რუსთაველის გამზირზე შეკრებილებმა მოუწოდეს მხარეებს საერთო მიზნისკენ გაერთიანდნენ.

„ვინაიდაინ უკვე 640 დღეზე მტია რუსთაველის გამზირზე ამ ქვეყნის ერთგულმა და სამშობლოზე შეყვარებულმა მოქალაქეებმა პირადი ინტერესები, განსხვავებები და ამბიციები გვერდზე გადავდეთ და საერთო მიზნისთვის ერთად ვდგავართ, იმავეს მოვითხოვთ ყველა იმ პოლიტიკური, საზოგადოებრივი და სამოქალაქო გაერთიანებისგან, რომელიც თავს ოპოზიციურ ძალად და ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების მოწინააღმდეგედ მიიჩნევს. აღარ არის ერთმანეთის ლანძღვის, ურთიერთბრალდებების, პოლიტიკური გემოვნების, განსხვავებებისა თუ გამყოფი ხაზების წამოწევის დრო“, - თქვა ზურა ცეცხლაძემ, ზვიად ცეცხლაძის მამამ.

რუსთაველის გამზირზე უწყვეტი პროტესტის 654-ე დღე აღინიშნა. საპროტესტო მსვლელობას საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი შეუერთდა.

მსგავსი სიახლეები